„საინტერესო სიახლეები“ - თბილისელებს თანამედროვე საბალეტო დადგმებს წარუდგენენ

© photo: Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet / FB გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი
 გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლევანდელ გაზაფხულზე თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები სახელოვანი ქორეოგრაფების ორ საბალეტო დადგმას იხილავენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილი ბალეტმაისტერის, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი ამზადებს ერთობლივ პროექტს ორ მოწვეულ ქორეოგრაფთან - ილიკო სუხიშვილთან და ანასტასია კადრულევასთან ერთად, რომელთა საავტორო დადგმები მაყურებელს გააკვირვებს.

"სუხიშვილები" ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს კონცერტებით აღნიშნავს >>

ილიკო სუხიშვილი უკვე შეუდგა დასის რეპეტიციებს და თანამედროვე ბალეტის დადგმას ამ გაზაფხულზე გეგმავს. რაც შეეხება ანასტასია კადრულევას, რუსი ქორეოგრაფი საქართველოში ჯერჯერობით არ ჩამოსულა. მის დადგმას მაყურებელი გაზაფხულის ბოლოს იხილავს.

„2020 წელს საინტერესო სიახლეებით დავიწყეთ. ორი გამოჩენილი მოწვეული ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი და ანასტასია კადრულევა ჩვენი დასისთვის საავტორო დადგმებს შექმნიან“, - ნათქვამია თბილისის თანამედროვე ბალეტის განცხადებაში.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ ბალეტის ადმინისტრაციაში აცნობეს, პრემიერების თარიღების და კადრულევას ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ბალეტის ვებგვერდზე განთავსდება.

„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება >>

ილიკო სუხიშვილისგან განსხვავებით, საქართველოში ანასტასია კადრულევას ნაკლებად იცნობენ.

GEO „სუხიშვილების“ ეროვნულმა ბალეტმა ქართული ხელოვნების ფესტივალ Art Gene-ს ფარგლებში ახალი ნომერი „ტრანსფორმაცია“ წარმოადგინა. - Sputnik საქართველო
ილიკო სუხიშვილი ანსამბლის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს

ანასტასია თანამედროვე ცეკვის წამყვან მასწავლებლებთან სწავლობდა. 2008 წელს დაამთავრა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია ქორეოგრაფ-ბალეტმაისტერის სპეციალობით. უამრავი საერთაშორისო და რუსული კონკურსის ლაურეატია, მრავალი ბალეტისა და პერფორმანსის ავტორია, რამდენიმე დრამატული და საოპერო სპექტაკლის ქორეოგრაფია.

ანასტასია რუსული ბალეტის აკადემიაში ასწავლის ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა „იმპროვიზაციის ლაბორატორია“ და „ქორეოგრაფის ხელოვნება“.

2015 წელს პროექტ Baby Lab-თან ერთად კადრულევამ ბალეტ „გედების ტბის“ საბავშვო ვერსია დადგა.

ყველა ახალი ამბავი
0