თბილისში ბრამსის მუსიკა აჟღერდება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფორტეპიანოზე შესრულება
ფორტეპიანოზე შესრულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ბრამსის ნაწარმოებებს ცნობილი პიანისტის თამარ ლიჩელის შესრულებით მოისმენენ.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დიდი გერმანელი რომანტიკოსი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის იოჰანეს ბრამსისადმი მიძღვნილი კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში 25 იანვარს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

გიორგი გიგაშვილი - Sputnik საქართველო
პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ახალი წელი მორიგი მიღწევით დაიწყო

საღამოზე შესრულდება კომპოზიტორის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად. ნაწარმოებს შეასრულებს მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი, გამოჩენილი პიანისტი თამარ ლიჩელი.

სიმფონიურ ორკესტრს ახალგაზრდა დირიჟორი, კრაკოვის მუსიკალური აკადემიის მაგისტრი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

ბრამსის (1833-1897) საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა 1859 წელს გაიმართა. საფორტეპიანო პარტიას თავად კომპოზიტორი ასრულებდა. მსმენელმა ნაწარმოები მხოლოდ მესამე შესრულების შემდეგ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0