ქეთი მელუა თბილისში ახალ ალბომზე მუშაობს

© photo: GoriWomensChoir / FBქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად
ქეთი მელუა  გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხავერდოვანი ხმის მფლობელი მომხიბლავი მომღერალი მშობლიურ თბილისში ქართულ გუნდთან ერთად ახალი ალბომის ჩასაწერად ჩამოვიდა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ქართული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა თბილისში გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ახალი ალბომის ჩასაწერად ჩამოვიდა, ამის შესახებ მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე ვიდეოჩართვაში ისაუბრა.

ქეთი მელუას „საპატიო თბილისელის" წოდება მიენიჭა >>

თეა შენგელაია და მისი ტყუპი და ლიანა - Sputnik საქართველო
ქართველი დები, რომელთა სიმღერითაც ქეთი მელუა მოხიბლულია

ქეთი მშობლიურ მხარეს პროდიუსერებთან ერთად ესტუმრა და ახალ კომპოზიციებს სტუდიაში „ლენო რეკორდს“ იწერს.

მელუამ აღნიშნა, რომ მისი პროდიუსერი და მენეჯერი აღაფრთოვანა საქართველომ და ამ ქვეყანაში მუშაობამ.

მომღერლის პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ქართველი მუსიკოსები იმდენად არიან გადართული მუშაობაზე, რომ დროს არ აქცევენ ყურადღებას და ბრიტანელებისგან განსხვავებით, მზად არიან სამუშაო საათების შემდეგაც იმუშაონ.

ქეთი მელუა  გორის ქალთა კამერულ გუნდთან პირველად არ თანამშრომლობს. არტისტებმა რამდენიმე კომპოზიცია 2016 წელსაც ჩაწერეს და 2019 წელს ევროპის 37 ქალაქში ერთობლივ ტურნეში გაემგზავრნენ.

გარდა ამისა, ნოემბერში მელუამ ევროპის ქალაქებში ახალი ტურნე დაანონსა, სადაც მასთან ერთად კვლავ გორის გუნდი გაემგზავრება.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ახალი ევროტურისთვის ემზადება

ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. ის ერთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. ხუთ თვეში ამ ალბომის 1,2 მილიონი ასლი გაიყიდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის  „ღირსებით ორდენით“ დააჯილდოვა. ხოლო 2018 წელს, როდესაც ქეთი თბილისში უფასო კონცერტით გამოდიოდა, მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0