დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში წიგნის დღეები გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerწიგნის დღეები - 2018
წიგნის დღეები - 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე დასწრება 11:00-დან 19:00 საათამდეა შესაძლებელი. შესვლის ფასი 2 ლარია, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის კი – უფასო.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისის წიგნის დღეები (Tbilisi Books Days), რომელიც ლიტერატურის სამყაროს სიახლეებს, ახალ თარგმანებსა და ბესტსელერებს წარმოადგენს, დედაქალაქში დღეს გაიხსნა და 1 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" (Expo Georgia) ტარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის ფართო სპექტრი. ღონისძიებაზე გამოცხადდება 2019 წლის ბესტსელერები.

წიგნები - Sputnik საქართველო
2021 წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქი თბილისი იქნება

ფორუმის პროგრამაში დაგეგმილია ქართველი ავტორებისა და მთარგმნელების სემინარები და პრეზენტაციები. იქნება სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

არ მოიწყენენ ფესტივალის ყველაზე პატარა სტუმრებიც, მათთვის ორგანიზატორები მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს მოაწყობენ.

Tbilisi Books Days – წიგნის ხელოვნების ცენტრისა (Вооk Art Center) და „ექსპო ჯორჯიას" ერთობლივი პროექტია. ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება.

თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მსურველებს გამოფენაზე დასწრება 11:00-დან 19:00 სთ-მდე შეუძლიათ. წიგნების გამოფენაზე დასწრების ფასი 2 ლარია, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის კი ის უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0