ქართული ფილმი ევროპის კინოაკადემიის 2020 წლის დაჯილდოების კანდიდატად წარადგინეს

© Pixabay / MasterTuxკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელოდებიან.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12" ევროპის კინოაკადემიის 2020 წლის დაჯილდოების კანდიდატად წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიიღეს, სადაც მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის PÖFF Shorts დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სარაევო - Sputnik საქართველო
„სარაევოს გული“ – ქართული ფილმები ფესტივალის ჯილდოსთვის იბრძოლებენ

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციასთან დაკავშირებით ევროპის კინოაკადემია რამდენიმე კინოინსტიტუტისა და 24 წამყვანი ევროპული კინოფესტივალის რეკომენდაციას განიხილავს – მათ შორის არის ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, როტერდამის, ვალიადოლიდის, ბრისტოლისა და ოდესის კინოფესტივალები. წელს ამ სიას პირველად შეუერთდა PÖFF Shorts.

ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელოდებიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.

ქართული კინოცენტრი 14 მოკლემეტრაჟიან ფილმს დააფინანსებს>>

დაჯილდოების 2019 წლის ცერემონია 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება. წელს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში წარდგენილია ლევან გელბახიანი.

2020 წელს კი ცერემონიას ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი უმასპინძლებს. დაჯილდოების კონკრეტულ თარიღს ორგანიზატორები მომავალი წლის დასაწყისში დაასახელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0