სერიალმა „მაკმაფიამ" მერაბ ნინიძის მონაწილეობით „ემის" საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

© courtesy of Merab Ninidzeმერაბ ნინიძე სერიალში „მაკმაფია"
მერაბ ნინიძე სერიალში „მაკმაფია - Sputnik საქართველო
გამოწერა
BBC-ს სერიალი „მაკმაფია" კრიმინალური ტრილერის ჟანრშია გადაღებული და რვა ეპიზოდს მოიცავს. „მაკმაფია" ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით არის შექმნილი.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სერიალმა „მაკმაფიამ" (McMafia), სადაც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „ემის" – International Emmy-ს ჯილდო მოიპოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ემის" დაჯილდოება 25 ნოემბერს გაიმართა. „მაკმაფიას" ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერგო. ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე პრიზი სერიალის რეჟისორ ჯეიმს უოტკინსსა და შემოქმედებით ჯგუფს გადაეცა.

მსახიობი მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გადაიღეს

სერიალი ამ ნომინაციაში გერმანულ და ბრაზილიურ სერიალებთან ერთად მოხვდა. „მაკმაფია" გასულ წელს გამოვიდა. BBC-ს სერიალი „მაკმაფია" კრიმინალური ტრილერის ჟანრშია გადაღებული და რვა ეპიზოდს მოიცავს. „მაკმაფია" ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით არის შემქნილი, რომლის ავტორი მიშა გლენია. ის ალექს გუდმანის – რუსი ემიგრანტების ვაჟის ცხოვრებაზეა.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს>>

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0