ფილმმა გიუმრის შესახებ კიკაბიძის მონაწილეობით მოსკოვის კინოფესტივალის ჯილდო დაიმსახურა

© photo : courtesy by Victoria Maksoevaკადრი ფილმიდან „იარ-არი-გიუმრი" ვახტანგ კიკაბიძის მონაწილეობით
კადრი ფილმიდან „იარ-არი-გიუმრი ვახტანგ კიკაბიძის მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის მთავარი გმირები არიან – ქალაქი, ადამიანები და მეგობრობა, რომლის სიმბოლოებად იქცნენ ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რეჟისორ ვიქტორია მაქსოევას დოკუმენტური ფილმი „იარ-არი-გიუმრი", რომელშიც ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ ითამაშა, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ფილმის ავტორმა აცნობა.

ფილმი ეძღვნება სომხურ ქალაქ გიუმრის და მოგვითხრობს მის კულტურაზე, ისტორიასა და საქართველოსთან ქალაქის კავშირზე.

ფილმ „იარ-არი-გიუმრის" პრემიერა 2019 წლის იანვარში ჯერ სომხეთსა და რუსეთში შედგა. ის სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით აჩვენეს, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის ტელევიზიით გაუშვეს. საქართველოში ფილმის ჩვენება პირველად აპრილში თბილისში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

წელს რუსეთის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა მიიღო 253-მა ფილმმა რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდავეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, ბრაზილიიდან, კუბიდან.

„იარ-არი-გიუმრიმ" ჯილდო დაიმსახურა ნომინაციაში „ერთად" კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის იდეებისთვის.

ფილმის შესახებ

ფილმის ავტორია ვიქტორია მაქსოევა, რეჟისორი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აგორა-ჯორჯიას" (საქართველო) ხელმძღვანელი, რომლის მოღვაწეობაც მიმართულია რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებისკენ.

© Sputnik / Alex Shlamovვიქტორია მაქსოევა
ფილმმა გიუმრის შესახებ კიკაბიძის მონაწილეობით მოსკოვის კინოფესტივალის ჯილდო დაიმსახურა - Sputnik საქართველო
ვიქტორია მაქსოევა

„ფილმის მთავარი გმირია ქალაქი გიუმრი. ჩვენ ვყვებით მის კულტურაზე, ისტორიაზე და იმაზე, თუ რითია დაკავშირებული ეს მშვენიერი ქალაქი საქართველოსთან. პირველ რიგში, ეს, რასაკვირველია, ადამიანები არიან. სიმბოლურია, რომ როდესაც 30 წლის წინ გიუმრიში მიწისძვრა მოხდა, საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მოძმე სომეხ ერს დახმარების ხელი გაუწოდა. თუმცა ფილმში ჩვენ არ ვსაუბრობთ ისტორიის ტრაგიკულ მომენტებზე, რადგან გიუმრი სომხეთის იუმორის დედაქალაქია. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ამ ქალაქს იუმორისტული კუთხით წარმოვაჩენთ. მით უმეტეს, რომ ფილმი ნახევრად დოკუმენტურია და მასში მხატვრული ხაზიც არის, რომელიც სავსეა იუმორითა და ფანტასტიკით", – ამბობს მაქსოევა ფილმზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსული კინოს კვირეულზე დანელიასა და ხუციევის ხსოვნის დღეები გაიმართება

რეჟისორის სიტყვებით, ფილმის ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტური ხაზია ვახტანგ კიკაბიძისა და მისი მეგობრისა და კოლეგის, გიუმრის მკვიდრის ფრუნზიკ მკრტჩიანის მეგობრობის ისტორია. სურათში ქართველი მსახიობი ფრუნზიკას სამშობლოდან მეგობრის ხსოვნის ნიშნად რამის მიღებას ნატრობს. ფინალში გიუმრის ფრუნზიკ მკრტიჩიანის მუზეუმიდან, თითქოს დროისა და სივრცის მიღმა, ორიგინალური შეტყობინება მოდის.

ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად ფილმში მონაწილეობენ მსახიობები ემილ გალსტიანი, ირინა და ქსენია ჩერნიაევები.

როგორც მაქსოევამ აღნიშნა, გადამღები ჯგუფი, რომელიც ფილმზე მუშაობდა, სომხურ-ქართულია (დამდგმელი ოპერატორი - გარიკ აბელიანი). ამ გუნდს უკვე გადაღებული აქვს ექვსი ფილმი, რომლებიც სხვადასხვა კინოპრემიით არიან დაჯილდოებული. მაგალითად, საბერძნეთში საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე ჰომეროსის პრემიით „ვიზიტი მუზებთან" (2017) და რუსეთში „ოქროს რაინდით" (2018). მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ასევე კინოფესტივალში „ჩრდილოეთის ხასიათი" (რუსეთი, მურმანსკი) და სხვ.

კიკაბიძე ახალ ფილმში გადაიღეს – თბილისში პრემიერა გაიმართება>>

აღსანიშნავია, რომ ფილმის ავტორები მოსკოვის კინოფესტივალს რუსეთის ფედერაციაში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ესტუმრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0