სანქტ-პეტერბურგში გია ყანჩელის ხსოვნის საღამო გაიმართება

გამოწერა
საღამოზე აჟღერდება კომპოზიტორის ცნობილი და საყვარელი მელოდიები, ასევე ისაუბრებენ მაესტროს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში სამშაბათს, 26 ნოემბერს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა – სანქტ-პეტერბურგის ქართველთა გაერთიანება „თერგდალეულებმა" აცნობეს.

ღონისძიება სახელწოდებით „ყანჩელი. სიჩუმის მუსიკა" თანამედროვე ხელოვნების გალერეაში MoiKa104 გაიმართება.

გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
ეძღვნება გია ყანჩელს: კიევში ქართული კინოს ფესტივალი იხსნება

კონცერტზე კომპოზიტორის კარგად ნაცნობ მელოდიებს ააჟღერებს ხალხური სიმღერის ქალთა ანსამბლი Aragvi Project, მამაკაცთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიო „ბალადა" და ტრიო „ნოსტალგია".

ამას გარდა, საღამოზე ისაუბრებენ დიდი კომპოზიტორის ცხოვრებისეულ ისტორიებზე.

„სიჩუმის მაესტრო" გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ბელგიაში გია ყანჩელის ძეგლი შეიძლება დაიდგას>>

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. სტურუასთან ერთად მუშაობდა სპექტაკლებზე „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „ჰამლეტი" და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0