თბილისში პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენა იხსნება

გამოწერა
ჰრინევსკის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოში, როგორიცაა 1914 წელს ილია ჭავჭავაძის წიგნის პირველი ილუსტრაციები და თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში დაბადებული პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 28 ნოემბერს გაიხსნება.

ექსპოზიცია „ჰენრიკ ჰრინევსკი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრატორი" ფერმწერის დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნება. გამოფენაზე ჰრინევსკის შემოქმედების შესახებ ქართველი მხატვარი ანა მგალობლიშვილი ისაუბრებს.

გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია. გამოფენის ორგანიზატორები არიან თბილისის მუზეუმების გაერთიანება და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

ზდანევიჩის შესახებ წიგნის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
თბილისში კირილე ზდანევიჩის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938) ქუთაისში გადმოსახლებული პოლონელის ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან ერთად იტალიაში წავიდა, სადაც ფლორენციაში ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა. ამის შემდეგ ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ 1889 წელს იძულებული გახდა ქუთაისში დაბრუნებულიყო, რათა სავალდებულო სამხედრო სამსახური გაევლო.

შემდეგ მან მაინც განაგრძო სწავლა, მაგრამ უკვე კარლსრუეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. შემდეგ დაბრუნდა იტალიაში და დაასრულა განათლების მიღება მხატვრობის განხრით. საქართველოში 1898 წელს დაბრუნდა. ცხოვრობდა თბილისში.

ჰენრიკ ჰრინევსკიმ დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის კვლევაში.

თბილისში პოლონელი მხატვრის გამოფენა გაიმართება>>

1902 წლიდან ასწავლიდა კავკასიის სახვითი ხელოვნების წახალისების საზოგადოების სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1918-1921 წელს მისი დირექტორი იყო. ჰრინევსკის მეუღლე იყო მარია პერინი – ქართული საბალეტო სკოლის ფუძემდებელი. ჰრინევსკი 1937 წელს დააპატიმრეს, რეპრესირებული იყო 1938 წელს. ასევე შეეხო რეპრესიები მის მეუღლეს.

ყველა ახალი ამბავი
0