11:55 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ევროვიზია - 2019 (26)
60 0 0

საქართველოში პირდაპირი ეთერის ტრანსლაციას თბილისის დროით 19:00 საათზე ტრადიციულად პირველი არხი წაიყვანს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო კონკურს „საბავშვო ევროვიზია - 2019“-ის ფინალი პოლონეთის ქალაქ გლივიცაში კვირას, 24 ნოემბერს გაიმართება - შოუში მონაწილეობას 19 ქვეყნის ახალგაზრდა კონკურსანტი მიიღებს.

საქართველოს წარმომადგენელი, 13 წლის გიორგი როსტიაშვილი Arena Gliwice-ს სცენაზე მეექვსე ნომრად წარდგება და სიმღერას „გვინდა გვიყვარდეს" (We need Love) 24 ნოემბერს შეასრულებს. საქართველოში პირდაპირი ეთერის ტრანსლაციას თბილისის დროით 19:00 საათზე ტრადიციულად პირველი არხი წაიყვანს.

ონლაინ-კენჭისყრა კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს. ხმის მიცემა შეწყდება 24 ნოემბერს, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე და განახლდება 15 წუთში მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე შეასრულებს თავის მუსიკალურ ნომერს.

როგორც ცნობილია, „ევროვიზიაზე“ გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ მაყურებლებისა და ნაციონალური ჟიურის ხმებს, ასევე კონკურსის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ონლაინ მხარდაჭერას. ამასთან, ყველას უფლება აქვს, ხმა მისცეს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, გარდა თავისი ქვეყნის წარმომადგენლისა.

რა ვიცით გიორგი როსტიაშვილის შესახებ?

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუ „რანინაზე" გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს მას უკვე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ცნობდნენ, რაც ძალიან სიამოვნებდა.

გიორგი ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან განიცდის, რომ მუტაციის პერიოდში ხმა შეეცვლება, გარდა ამისა, მასზე ძალიან მოქმედებს მაყურებლის უყურადღებობა. თუმცა, მისი თქმით, ახლა ის უკვე გრძნობს მსმენელის დიდ სიყვარულს.

გასულ წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილმა წარადგინა. მან მერვე ადგილი დაიკავა. საქართველო სამჯერ – 2008, 2011 და 2016 წლებში გახდა კონკურსის გამარჯვებული. 2017 წელს საბავშვო ევროვიზია თბილისში გაიმართა.

თემები:
ევროვიზია - 2019 (26)

მთავარი თემები