კინომსახიობთა თეატრი მინსკში წარადგენს სპექტაკლს „მელოტი მომღერალი ქალი"

© photo: Tumanishvili Film Actors Theatre / FBსპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი"
სპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დასი მიწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების XVI საერთაშორისო ფესტივალში „თეატრალური კუფარი 2019".

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი ბელარუსში თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება, სადაც 24 ნოემბერს აჩვენებს რუმინელი დრამატურგის ეჟენ იონესკოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მელოტი მომღერალი ქალი".

ქართული დასი მიწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების XVI საერთაშორისო ფესტივალში „თეატრალური კუფარი 2019".

კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი - Sputnik საქართველო
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი ნოემბერში მინსკს ეწვევა

თბილისში სპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი" ზურაბ გეწაძის დადგმით წარმატებით იმართება უკვე 12 წელზე მეტია. მან სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მათ შორის, ედინბურგი ხელოვნების ფესტივალის პრიზი.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნანა შონია, ვანო თარხნიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, თემო ნატროშვილი.

ფესტივალი „თეატრალური კუფარი", რომლის სლოგანია „ტრადიციები. ძიება. ექსპერიმენტი", ყოველწლიურად იმართება 2004 წლიდან. წელს ის ბელარუსის დედაქალაქში 18-25 ნოემბერს მიმდინარეობს. ფესტივალზე, საქართველოს გარდა, წარმოდგენილი იქნებიან თეატრები რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ნეპალიდან და სხვა ქვეყნებიდან.

თოჯინები მოზრდილთათვის: გაბრიაძის თეატრი მინსკში პირველად წარდგა>>

მინსკში ფესტივალზე ასევე გამოვა კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი სპექტაკლით „ასტიგმატისტები".

ყველა ახალი ამბავი
0