თბილისში არაბი მხატვრის ჰალლა ბინთ ხალიდის გამოფენა იხსნება

© photo: Sputnikწერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - სამხატვრო გალერეა MOMA Tbilisi
წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - სამხატვრო გალერეა MOMA Tbilisi  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენას Tasleemah ეწოდება, რომელიც, გარდა მისალმებისა, ქალის სახელია და დათმობისთვის მზადყოფნას ნიშნავს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ორშაბათს, 4 ნოემბერს იხსნება ცნობილი მხატვრის ჰალლა ბინთ ხალიდის (საუდის არაბეთი) ინსტალაციების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მხატვრის ხედვა მეუღლეების ურთიერთობაზე.

გამოფენას ეწოდება Tasleemah. ეს სიტყვა, გარდა მისალმებისა, არის ქალის სახელი და დათმობისთვის მზადყოფნასა და მშვიდობას ნიშნავს.

უშგული - Sputnik საქართველო
გვიანი არასდროს არის: 75 წლის მხატვარი უშგულიდან თავის ნამუშევრებს აჩვენებს

როგორც მუზეუმში აღნიშნავენ. ექსპოზიცია რეტროსპექტული ხასიათისაა, რისი წყალობითაც სტუმრები შეძლებენ თვალი მიადევნონ ცვლილებებს მხატვრის შემოქმედებაში.

გამოფენის პირველ პავილიონში წარმოდგენილია მხატვრის ადრეული ნამუშევრები. მეორე ნაწილი შედგება მხატვრის მიერ ძირითადად საბავშვო წიგნებისთვის შექმნილი ილუსტრაციებისგან. 1997 წელს ჰალლა ბინთ ხალიდმა საკუთარი გამომცემლობა გახსნა.

ორგანიზატორები სტუმრებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მხატვრის მრავალკომპონენტიან ნამუშევრებს სერიიდან „ცოლი არის… ქმარი არის" (A Wife is... A Husband Is, 2019), სადაც წარმოდგენილია ქალებისა და მამაკაცების თანამედროვე ყოფის საგნები. ექსპონატები, ერთი შეხედვით, ბანალურია, მაგრამ ჰალასთვის ისინი განსაკუთრებული გენდერული მნიშვნელობით არის აღსავსე.

თბილისის ისტორიის მუზეუმი („ქარვასლა“) - Sputnik საქართველო
„ცხვირის წვერზე“ – საქართველოში ისლანდიელი მხატვრების გამოფენა გაიმართება

„21-ე საუკუნის საუდის არაბეთის ხელოვანთათვის დამახასიათებელია ნამუშევრების თემატურად თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის არსებული ბრძოლის გარშემო გაერთიანება. მათგან განსხვავებით ბინთ ხალიდი თავის თავს უფრო სარისკო მდგომარეობაში აქცევს. მისი აზრით, ტრადიციებს გადასარჩენად ინოვაციები სჭირდებათ, თანამედროვეობა კი მსოფლიო ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაში დოგმებითაა შეპყრობილი", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ამას გარდა, გამოფენის კიდევ ერთ დარბაზში შესაძლებელი იქნება ციფრული ხელოვნების ექსპონატების ნახვა. ეს მხატვრის ყველაზე პროვოკაციული ინსტალაციებია, როგორიცაა, მაგალითად, „სავაჭრო ავტომატი", რომელიც წარმოადგენს აპარატს ჩვილი-თოჯინებით.

თბილისში პოლონელი მხატვრის გამოფენა გაიმართება>>

გამოფენის კურატორები არიან სტეფან სტოიანოვი და ფრანსის სტაფორდი. გამოფენა ტარდება საუდის არაბეთის კულტურის სამინისტროსა და მეფე აბდულაზიზის მსოფლიო კულტურების ცენტრის მხარდაჭერით (Ithra).

გამოფენა 19:00 საათზე იხსნება და 2020 წლის 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0