ხელოვნება და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები – ფესტივალი თბილისში

გამოწერა
მაყურებლის თვალწინ რეალობას გადაეჯაჭვება შოუ, მუსიკა, ხელოვნება და ტექნოლოგიები.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პროექტი „ციფრული თბილისი" (Digital Tbilisi), რომელიც ციფრული ხელოვნების მულტიმედიურ ფესტივალს წარმოადგენს, დედაქალაქში 25-27 ოქტომბერს რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

Digital Tbilisi ფრანგული Scopitone-ის ანალოგია, რომელიც ქალაქ ნანტში უკვე 18 წელია ტარდება. ფესტივალი აერთიანებს მუსიკას, პერფორმანსებს, გამოფენებს, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, მედიასა და ხელოვნებას.

გამოფენის გახსნა - Sputnik საქართველო
თბილისში ციფრული ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ. წელს ფესტივალი თბილისისა და ნანტის მეგობრობის ორმოცი წლის იუბილეს მიეძღვნება.

„ციფრული თბილისის" ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე ფრანგი არტისტი მიქაელ ლაფონტენია, ხელოვანი, რომელიც რეალობისა და ციფრული ტექნოლოგიების ერთად გამოყენებით მნახველს მისი ნამუშევრების მონაწილედ აქცევს… მის ხელოვნებაში ჩანს ე.წ paysage sonore, რაც გარემოში არსებული ხმებით – ქუჩის ხმაურით, ქარის ხმით, წვიმით იქმნება", – იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მედიამხატვრების სანახაობრივი შოუთი გაიხსნება. შემდეგ დღეს ღონისძიება პეტრიაშვილის ქუჩაზე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

ფესტივალის ბოლო დღეს, კვირას მაყურებელი ერთდროულად ორ პერფორმანსს იხილავს. ერთი ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება, ხოლო მეორე – მტკვრის სანაპიროზე ღია ცის ქვეშ.

ყველა ახალი ამბავი
0