განახლებული ბალეტი „ნატალის" პრემიერა თბილისში ოქტომბერში გაიმართება

© photo: courtesy of State Ballet Of Georgia„ნატალი"
„ნატალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ბალეტის მოყვარულები სპექტაკლის ახალ ქორეოგრაფიულ ვერსიას იხილავენ.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ბალეტ „ნატალის" განახლებული ვერსიის საპრემიერო ჩვენებები დანიელი ქორეოგრაფის ავგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფიით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 16, 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება.

„ნატალი" ორმოქმედებიანი ბალეტია კარლ კრისტიან მიოლერის მუსიკაზე. მისი პრემიერა დანიის სამეფო თეატრში 1876 წელს გაიმართა.

საქართველოში ბალეტი პირველად 2009 წელს დაიდგა, ხოლო ათი წლის შემდეგ დადგმას ახალი სული შთაბერეს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
საბალეტო პრემიერა თბილისში: მესაჟეს „ორი მტრედი"

განახლებული ქორეოგრაფიული ვერსიის ავტორები არიან ასევე დანიელი ბალეტმაისტერები ფრენკ ანდერსენი (Frank Andersen) და დინა ბიორნი (Dinna Bjorn). ორკესტრს უდირიჟორებს ჰენრიკ ვან კრისტენსენი (Henrik Vagn Christensen).

დამდგმელი ქორეოგრაფის ფრენკ ანდერსენის თქმით, ბალეტის აღდგენის იდეა მსოფლიოში აღიარებული ბალერინის, თბილისის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის წყალობით გაჩნდა. ანდერსენის ოჯახთან პრიმა-ბალერინა დიდი ხანია მეგობრობს.

ანდერსენის თქმით, დანიის სამეფო თეატრში ბალეტის პრემიერიდან 143 წელი გავიდა, ხოლო ქართული პრემიერიდან ათი წლის შემდეგ კვლავ იდგმება ეს სპექტაკლი.

დანიელმა ქორეოგრაფმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ანანიაშვილის საბალეტო დასის ოსტატობა გაიზარდა.

„ამაო სიფრთხილე" - ნინო ანანიაშვილის ახალი ბალეტის პრემიერა>>

„დასის წარმატებებს ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობის დღიდან ვადევნებ თვალს. ამ პერიოდში დასში მრავალი საოცარი რამ მოხდა. დღეს ეს ძლიერი და პერსპექტიული მოცეკვავეების შესანიშნავი გუნდია. მათ შეუძლიათ მოისმინონ, ისწავლონ და მიიღონ გამოწვევები, რასაც ქორეოგრაფიის ახალ სამყაროში გადავყავართ", – აღნიშნა ანდერსენმა.

ბალეტ „ნატალის" წარმოდგენაში სოლისტები იქნებიან ნუცა ჩეკურაშვილი და იონენ ტაკანო.

ყველა ახალი ამბავი
0