რას უმზადებს ფესტივალი Gift თეატრის მოყვარულებს – პროგრამა

© photo: Gift Festival / FBფესტივალი Gift
ფესტივალი Gift  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, აშშ-ის და საქართველოს თეატრალური კოლექტივები.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" (GIFT) შაბათს, 19 ოქტომბერს კარს გაუღებს თეატრის მოყვარულებს და მათ ერთი თვის განმავლობაში საინტერესო მასტერ-კლასებს, ხელოვნების თემაზე საუბრებს და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო დასების სპექტაკლებს ჰპირდება.

წელს Gift-ს ეწვივნენ კოლექტივები უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან. „Sputnik–საქართველო" ფესტივალის სრულ პროგრამას გთავაზობთ.

პროგრამა

MAY B („შეიძლება"), მაგი მარენი (საფრანგეთი) – 19, 20 ოქტომბერი, 20:00 (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი)

ესპანელი რეჟისორისა და პროფესორ დარიო ფაკალის (Darío Facal) მასტერ-კლასი – 22 ოქტომბერი, 15:00 („სტუმრების ოთახი", შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი);

„ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი" (Esto no es La casa de Bernarda Alb"), Teatros del Canal და ლაბორატორია Meine Seele SL (ესპანეთი) – 23 ოქტომბერი, 20:00 საათი (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი);

© photo: Gift Festival / FBესპანელი მსახიობი ჰაიმე ლორენტე
რას უმზადებს ფესტივალი Gift თეატრის მოყვარულებს – პროგრამა - Sputnik საქართველო
ესპანელი მსახიობი ჰაიმე ლორენტე

ქართველი თეატრმცოდნე ლევან ხეთაგურის მასტერ-კლასი ახალგაზრდა თეატრალური კრიტიკოსებისთვის – 27 ოქტომბერი, 15:00 (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდი დარბაზი);

„ზარი და ავგაროზი"(Vols de Nuits), სპექტაკლს წარმოადგენს ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი აურელია ტიერი – 30 ოქტომბერი, 20:00 (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი);  

„შეშლილის წერილები" (ნ.გოგოლი), სოსო ნემსაძის დადგმა – 2 ნოემბერი, 20:00 (გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო თეატრი);

„დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" რეჟისორი ქეთი დოლიძე – 3 ნოემბერი, 20:00 (გ. ლორთქიფანიძისი სახელობის რუსთავის სახელმწიფო თეატრი);

„დაცემული ანგელოზი" (Caída del Cielo), ესპანეთი – 7 ნოემბერი, 20:00 (ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი);

„სინქრონულობის გზაჯვარედინზე" (Crossroads to Synchronicity), ამერიკელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფ კაროლინ კარლსონის კომპანია – 15,16 ნოემბერი, 20:00 (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდი სცენა);

გამოჩენილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა", პრემიერა – 17,18, 19 ნოემბერი, 20:00 (ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის მცირე დარბაზი)

„საჩუქარი" – ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებმა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი) დააარსეს. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

„საჩუქარი" თეატრის მოყვარულთ ყოველ წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას აცნობს. მათ შორისაა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეატრი და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0