საქართველოში ქვეყნის საუკეთესო მზარეულს აირჩევენ

© photo: Bocused Or Georgia / FBმზარეულების შესარჩევი კონკურსი Bocuse d'Or საქართველოში
მზარეულების შესარჩევი კონკურსი Bocuse d'Or საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მზარეულებისთვის „ოქროს ბოქიუზი“ - იგივეა, რაც „ოსკარი“ კინემატოგრაფისტებისთვის

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საუკეთესო მზარეულს, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს საფრანგეთის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Bocuse d'Or, აირჩევენ თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში, 2 და 3 ნოემბერს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

Bocuse d'Or– ში მონაწილეობის უფლება საქართველომ მოიპოვა 2019 წელს, წარმატებული გამოსვლის წყალობით კულინარიულ გამოფენაზე Sirha, ფრანგული გასტრონომიის დედაქალაქ ლიონში. კონკურსი ატარებს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეულის, პოლ ბოქიუზის სახელს (Paul Bocuse).

მასტერ–შეფი - Sputnik საქართველო
„მასტერ–შეფის“ ახალი სეზონი ოქტომბერში დაიწყება

მზარეულებისთვის „ოქროს ბოქიუზი“ იგივეა, რაც „ოსკარი“ კინემატოგრაფისტებისთვის ან ოლიმპიური თამაშები სპორტსმენებისთვის. კონკურსში გამარჯვება არა მხოლოდ უხსნის მის მონაწილეებს მიმზიდველ პერსპექტივებს, არამედ ამაღლებს ქვეყნის კულტურულ პრესტიჟს, ამახვილებს ყურადღებას მის ეროვნულ სამზარეულოზე, აგრეთვე გასტრონომიული ინდუსტრიის განვითარების დონეზე.

შემდეგი Bocuse d'Or გაიმართება 2021 წელს. 1987 წელს საფრანგეთში დაარსებული კონკურსი 30 წლის განმავლობაში უქმნის ტენდენციებს გასტრონომიულ სამყაროს და სხვადასხვა ქვეყნის შეფ-მზარეულებს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ თავიანთი ოსტატობა, ასახონ ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციები და მოიპოვონ Bocuse d'Or-ის მთავარი ჯილდო.

თელავში „თელავინო 2019“ იზეიმეს >>

საქართველოში ეროვნული შესარჩევი ტური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ასობით მონაწილიდან ჟიურიმ შეარჩია რვა ყველაზე ღირსეული. გამარჯვებულს შეარჩევს რვაკაციანი ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან წამყვანი შეფ-მზარეულები, მათ შორის „Bocuse d'Or საქართველოს“ პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

Bocuse d'Or–ამდე საქართველოს უძლიერესი შეფ-მზარეული ტალინში (ესტონეთი) კონტინენტურ ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0