„თელავინო 2019“: კახეთში ტრადიციული ღვინის ფესტივალი იხსნება

© Sputnik / Denis Aslanovღვინის ფესტივალი გურჯაანში
ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მთავარი მიზანია - ქართული მეღვინეობის, ღვინისა და ვაზის კულტურის პოპულარიზაცია

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტრადიციული ფესტივალი „თელავინო“ კახეთის რეგიონში, თელავის ისტორიის მუზეუმში, ქართველი მეფის ირაკლი მეორის სასახლეში, 5 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

რთველი-2019: კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 200 ათას ტონას გადააჭარბა >>

ფესტივალი კახეთის მეღვინეების გილდიის მიერ 2014 წელს დაარსდა. ტრადიციის თანახმად, იგი რთველის ბოლოს იმართება.

როგორ იბადება ღვინო: ფოტოქრონიკა კახური რთვლიდან  - Sputnik საქართველო
როგორ იბადება ღვინო: ფოტოქრონიკა კახური რთვლიდან

ღონისძიების მთავარი მიზანია - ქართული მეღვინეობის, ღვინისა და ვაზის კულტურის პოპულარიზაცია.

ღონისძიების სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოს და ეროვნული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს.

სტუმრები დაესწრებიან თემატურ ბაზრობებს და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს, მოუსმენენ ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებას და სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის შექმნილ საშემოდგომო პავილიონებს დაათვალიერებენ.

სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელი დააზარალა >>

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი მეღვინეები, ასევე საოჯახო ტიპის მარნები. ღონისძიების სტუმრები დააგემოვნებენ ტრადიციულ ქართულ ჭაჭას და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.

ყველა ახალი ამბავი
0