კიევის „გულში“ წელს „თბილისობა-2019“ გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღის განმავლობაში ანდრეევსკის დაღმართი, რომელსაც კიევის გულს უწოდებენ, ღონისძიების სტუმრებს საქართველოს დედაქალაქში მოახვედრებს

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქის დღე „თბილისობა“ ტრადიციულად აღინიშნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ კიევში, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

რატომ გაუქმდა მოსკოვში „თბილისობის“ აღნიშვნა >>

ქართულ-უკრაინული მეგობრობის ფესტივალი 5-6 ოქტომბერს კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმართზე გაიმართება.

თბილისობა - Sputnik საქართველო
როგორი იქნება „თბილისობა–2019“: კალაძემ გრანდიოზულ გეგმებზე ისაუბრა

ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია ქართველი და უკრაინული ესტრადის ვარსკვლავების წარმოდგენები, ნახატების და ფოტოების გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, მასტერკლასები და, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულოს პავილიონი, რომელსაც ფესტივალის სტუმრები განსაკუთრებული მოუთმენლობით ელიან. როგორც ადრე, დამთვალიერებლები არა მხოლოდ ეროვნული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებენ, არამედ თავად ეცდებიან მათ მომზადებას.

ორგანიზატორები ჩაატარებენ ვიქტორინას „მე მიყვარს საქართველო", ასევე სხვა უამრავ სიურპრიზს გეგმავენ.

ქართულ-უკრაინული მეგობრობის ფესტივალი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორების მხარდაჭერით კიევის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე 2012 წლიდან იმართება.

კიევში „თბილისობის“ დღესასწაულის პარალელურად ზეიმი თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქში, ღონისძიებები გაიმართება 5 და 6 ოქტომბერს ოთხ სხვადასხვა ადგილას - რიყის პარკის, ლეღვთახევის ხეობის ტერიტორიაზე, მეტეხის ხიდთან, ორბელიანის მოედანზე.

ყველა ახალი ამბავი
0