ნიუ-იორკში „თბილისობას" აღნიშნავენ

© photo: Tbilisoba 2019 in New York / FB"თბილისობა" ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ყველაზე ლამაზ და გემრიელ დღესასწაულს თბილისში, მოსკოვში, მინსკში და ახლა უკვე ნიუ-იორკში იზეიმებენ.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობის" დღესასწაულს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშიც აღნიშნავენ – წელს, 6 ოქტომბერს „თბილისობას" ნიუ-იორკშიც იზეიმებენ.

„თბილისობის" ამერიკულ დღესასწაულში მონაწილეობას ქართული ანსამბლები და მომღერლები მიიღებენ. ნიუ-იორკის მცხოვრებლებს და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ „საქართველო გემოებით გაიცნონ", რამდენადაც ღონისძიებაზე ქართული რესტორნები ტრადიციული ქართული კერძებით იქნებიან წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია ქართველი მხატვრების ნამუშევრების ბაზრობა, ეროვნული კოსტიუმების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

„თბილისობა" ნიუ-იორკში საინტერესო იქნება ბავშვებისთვისაც: მათთვის ორგანიზატორებმა მოამზადეს რიგი გასართობი ღონისძიებები.

ღონისძიება გაიმართება მანჰეტენ-ბიჩზე საზოგადოებრივი კოლეჯის (Kingsborough Community College (KBCC) ეზოში. დასაწყისი 12:00 საათზე (ადგილობრივი დროით). ღონისძიების ორგანიზატორია ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები".

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში ზეიმი საქართველოს დედაქალაქში „თბილისობის" დღესასწაულის პარალელურად გაიმართება, სადაც ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება – რიყის პარკში, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე.

ყველა ახალი ამბავი
0