ცეკვა, ასპარეზობა, ღვინო: აჭარა სტუმრებს „მაჭახლობის“ დღესასწაულზე იწვევს

© Sputnik / Alexander Imedashviliაჭარის ღვინის სახლი
აჭარის ღვინის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაულის სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი პროგრამა ელოდებათ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სინდიეთში 7 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა-2019“ გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიხსნა >>

ფესტივალი დაიწყება სპორტული შეჯიბრებებით ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში. პარალელურად სტუმრები ერთმანეთს ნარდის თამაშში შეეჯიბრებიან.

ორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ - Sputnik საქართველო
ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ ახალი ფესტივალი გაიხსნება

დღესასწაულის პროგრამაშია ასევე „შავფაროსნების“ შოუ, ხოლო ფინალურ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ კულტურული პროგრამა, ხეობის საპატიო მცხოვრებთათვის პრიზების გადაცემა და ქართული კერძების დეგუსტაცია.

კულტურულ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი ანსამბლები „ათძალი“ და „კოლხეთი“, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კოლექტივები.

სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა“ აჭარაში 2017 წლიდან იმართება. მდინარე მაჭახელას ხეობის სოფლები საუკუნეების განმავლობაში იყო განთქმული თავისი ხელოსნებით. ადგილობრივი ოსტატები ამზადებდნენ კაჟის თოფებს, რომელსაც ასევე ერქვა – „მაჭახელა“.

ყველა ახალი ამბავი
0