მსოფლიოში პირველი და უნიკალური: თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა

© Photo: courtesy of Another Georgiaლობიო თიხის ქოთნებში
ლობიო თიხის ქოთნებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესანიშნავი შანსი მათთვის, ვისაც ქართული სამზარეულოს გაცნობა სურს.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართული სამზარეულო უკვე დიდი ხანია მსოფლიო გასტრონომიის განუყოფელი ნაწილი და მთელ მსოფლიოში გურმანებისთვის ახალი აღმოჩენების ნაწილი გახდა, სწორედ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ თბილისში გაიხსნა მსოფლიოში პირველი და თავისებურად უნიკალური რეცეპტების მუზეუმი.

საინტერესო იდეის ავტორი ჩვეულებრივი თბილისელი მაკო ქავთარაძეა. ინგოროყვას ქუჩაზე, მცირე შენობაში მან ასობით იშვიათი, საავტორო და ხალხური რეცეპტი შეკრიბა.

„ქართული რეცეპტების უმეტესობა ზეპირსიტყვიერად გადმოეცა თაობიდან თაობას. ხოლო ის მწირი ჩანაწერები თუ ცნობები ძალიან გაბნეული და ძნელად მისაგნები აღმოჩნდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ძველ რეცეპტებთან ერთად მომავალ თაობას შევუნახოთ ის რეცეპტები, რომლებიც ახლა იქმნება", – აღნიშნა მუზეუმის დიასახლისმა.

მაკო ქავთარაძის თქმით, მუზეუმი არა მხოლოდ ფოკუსირებულია ტრადიციული ქართული კერძების ისტორიებზე, არამედ ასევე პოპულარიზაციას უწევს ეროვნული სამზარეულოს უნიკალურ რეცეპტებს და მას თაობებს უნახავს. ზოგიერთი რეცეპტის შესწავლას მაკა დაინტერესებულ პირებს ნაბიჯ-ნაბიჯ, ვიდეო-ფორმატში ურჩევს.

მუზეუმის სტუმრებს შეუძლიათ იხილონ წიგნები ქართული სამზარეულოს შესახებ, სამზარეულოს ნივთებისა და აქსესუარების კოლექციები. მუზეუმში ასევე შესაძლებელია ქართული სუფრის ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიღება.

„ვატარებთ მასტერ-კლასებს სტუმრებისთვის, განსაკუთრებით უცხოელებისთვის. თითოეულს შეუძლია თავისი ხელით მოამზადოს კერძი... გარდა ამისა, ჩვენი მუზეუმის კარი ყველასთვის ღიაა და ყველას შეუძლია მოიტანოს აქ თავისი რეცეპტი, როგორც ეს ცნობილმა ქართველმა შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა გააკეთა", – აღნიშნა ქავთარაძემ.

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის – მუზეუმის დამფუძნებელს შორს მიმავალი გეგმები აქვს. ის არ აპირებს თბილისში შეჩერებას და მუზეუმის ფილიალების რეგიონებში გახსნას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0