„ჩუმად, რეპეტიციაა!" – „მოძრაობის თეატრი" მესტიას ეწვევა

© photo: Movement Theatre / FBმოძრაობის თეატრი
მოძრაობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოძრაობის თეატრი" ერთ-ერთი საყვარელი დასია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისთვის.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. უნიკალური თბილისური დასი, კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი", რომელიც ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი აკრობატული ნომრებით, ემოციური ცეკვებითა და მუსიკალური დადგმებით, მესტიაში მაყურებლის წინაშე 25 სექტემბერს წარდგება.

მესტიელები და მესტიის სტუმრები ნახავენ სპექტაკლს „ჩუმად, რეპეტიციაა!". წარმოდგენა ლეო ფილფანის სახელობის სახალხო ფოლკლორის თეატრში გაიმართება.

სვანეთი - Sputnik საქართველო
კლასიკა მთაში – საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები კლასიკურ კონცერტებს უმასპინძლებენ

„ერთმოქმედებიანი სპექტაკლი იმის შესახებ, რაც კულისებს მიღმა ხდება. რეპეტიცია, სადაც რეჟისორს დიალოგი აქვს მაყურებელთან და მსახიობებთან. იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს სპექტაკლზე მუშაობა, ვიდრე იგი მაყურებლის წინაშე დასრულებული სახით წარდგება", – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.

სპექტაკლი შედგება სხვადასხვა მცირე ნოველისგან: „ბოჰემური რაფსოდია", „მშვენიერი დილა", „სინემა", „სტუმარ-მასპინძელი", „შირლი ბეისი", „მხატვარი".

დადგმაზე მუშაობდნენ რეჟისორი კახა ბაკურაძე და კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე.

კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი" ერთ-ერთი საყვარელი თეატრალური დასია საქართველოში. მის სცენაზე შესაძლებელია შექსპირის, გოეთეს, დანტესა და ზიუსკინდის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ხილვა.

ყველა ახალი ამბავი
0