სოფელ ნიქოზში ანიმაციის ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები შეიკრიბებიან

© photo : International Animation Film Festival “Nikozi” / FBანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“
ანიმაციური ფილმების  საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიქოზში მაყურებელს უჩვენებენ როგორც ძველ შედევრებს, ისე ახლადშექმნილ ფილმებს

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ანიმაციური ფილმების რიგით მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ შიდა ქართლის სოფელ ზემო ნიქოზში 2019 წლის 1-6 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კვენტინ ტარანტინო - Sputnik საქართველო
საქართველოს კინოთეატრებში კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის პრემიერა გაიმართება

ანიმაციური ფესტივალი, ტრადიციულად, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს ისაიას (ზურაბ ჭანტურიას) ინიციატივით 2011 წლიდან ტარდება. ფესტივალის მონაწილეები ეცნობიან მსოფლიო ანიმაციის სიახლეებს, ხვდებიან ცნობილ რეჟისორებსა და ხელოვნების მოღვაწეებს.

წელს ნიქოზის ფესტივალის პროგრამა საკმაოდ დატვირთული  იქნება. ღონისძიების გახსნაზე სტუმრებს ელოდება ნიქოზის წმ. ალექსანდე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა სოლოკონცერტი. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები.

გახსნის დღეს იქნება ნაჩვენები ანიმაციური ფილმი, რომელიც ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა რუს რეჟისორ, ანიმატორ სტეპან ბირიუკოვთან ერთად მასტერ-კლასზე შექმნეს.

ავსტრალია ქართულ ანიმაციას გაეცნობა: საერთაშორისო ფესტივალი მელბურნში >>

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება უცხოური ფილების ჩვენებები და რეტროსპექტივები. მათ შორისაა ფერნანდო გალრიტოს პორტუგალიური ფილმები, ლატვიელი ანიმატორის, ვლადიმირ ლეშჩევის, გერმანელი რეჟისორის, ალა ჩურიკოვას, ბელარუსი მულტიპლიკატორის, ირინა კოდიუკოვას და სხვა რეჟისორების ნამუშევრები.

სარაევო - Sputnik საქართველო
„სარაევოს გული“ – ქართული ფილმები ფესტივალის ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ნიქოზში ასევე ნაჩვენები იქნება ქალაქ სუზდალის ანიმაციური კინოფესტივალის მონაწილე და პრიზიორი ფილმები.

აღსანიშნავია, რომ ნიქოზში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები არამარტო წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, არამედ გამართავენ შემსწავლელ მასტერ-კლასებს. სემინარებს გამართავენ გერმანელი რეჟისორი ალა ჩურიკოვა, ჰოლანდიელი მხატვარი-მულტიპლიკატორი მიხაელ დიუდოკ დე ვიტი.

შეგახსენებთ, რომ „ნიქოზი" სხვა კინოფესტივალებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ საერთოდ არ არის ტრადიციულად მიღებული საკონკურსო სისტემა, სადაც ავლენენ გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში. „ნიქოზში" აჩვენებენ როგორც ძველ შედევრებს, ისე ახლად შექმნილ ფილმებს.

ყველა ახალი ამბავი
0