დღეს ფესტივალი One Caucasus იხსნება

© courtesy of One Caucasusსაერთაშორისო ფესტივალი One Caucasus
საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus   - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსედ იმართება, მიზნად ისახავს კავკასიის ახალგაზრდობის შეხვედრებისა და დაახლოებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus იწყება, რომელსაც გახსნიან მუსიკოსები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.

ფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსედ იმართება, მიზნად ისახავს კავკასიის ახალგაზრდობის შეხვედრებისა და დაახლოებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
მთის ფესტივალი არხოტში: ხეობა უჩვეულო ღონისძიებებს უმასპინძლებს

ფესტივალის გახსნაზე გამოვლენ აზერბაიჯანული ჯგუფი FreeFromFour band, სომხეთიდან Nemra, ასევე ბენდი Caucasus Horns, რომელშიც გაერთიანებული არიან მუსიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

„კონცერტამდე, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, დღისით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება პროდუქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე ხალხური რეწვის ნიმუშები. ფესტივალის დროს მოეწყობა კინოჩვენებები", – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

შემდეგ დღეებში ფესტივალზე გამოვლენ უცხოელები. მსმენელის წინაშე წარდგება ჯგუფი Mamadou & Sama Yoon, რომელშიც გაერთიანებული არიან პოლონელი და სენეგალელი მუსიკოსები, ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან და იამაიკიდან Clive Brown, ასევე ფრანგულ-აფრიკული ჯგუფი Tchalé.

გუდაური ზაფხულში - Sputnik საქართველო
გუდაურში ლიტერატურულ-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის ჩატარების ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ. მარნეულის რაიონი სამი კულტურის – ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულტურის ერთგვარი გზაჯვარედინია. აქ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად ცხოვრობენ.

ფესტივალის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ პოლონეთის კულტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვარშავის მერია, მარნეულის რაიონის მერია, ასევე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია).

One Caucasus 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0