მთისა და მუსიკის მოყვარულებისთვის - 19 აგვისტოს Bakhmaro SunSet Fest იწყება

© courtesy of Bakhmaro Horse Racing Cupბახმარო
ბახმარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი ღამე ვარსკვლავებთან ახლოს - კარვები, კოცონები, ნისლები და მუსიკა

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. ბახმაროში, 19 აგვისტოს „სანსეტ ფესტ ბახმარო 2019“ დაიწყება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომლებზეც წარდგებიან – Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur.

ფესტივალი Check In Georgia—ს ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო.

ბილეთის ფასი 35-დან 60 ლარამდე მერყეობს.

კარავი 4 პერსონაზე 1 დღე: 40 ₾ 
(არ შედის საძილე ტომარა და პარალონი)

ორგანიზატორებმა მუსიკის მოყვარულთა კონცერტზე მოხვედრისათვისაც იზრუნეს. ფესტივალზე მოხვედრის მსურველთათვის გამოიყო სპეციალური ავტობუსები თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან:

09:00 თბილისი-ბახმარო-თბილისი (რესპუბლიკის მოედნიდან, ველოსიპედის ქანდაკება). 
12:00 ქუთაისი-ბახმარო-ქუთაისი (კოლხური შადრევნიდან)
12:00 ბათუმი-ბახმარო-ბათუმი (გოგებაშვილი, საბაგიროს ასასვლელი).

ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.

2019 წლის დასაწყისში ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭა. ადრე პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, ბახმარო საერთაშორისო დონის კურორტად და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად გარდაქმნას. ამავე დროს, აქციოს ის მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ.

ყველა ახალი ამბავი
0