ვერდის ფესტივალს თბილისში „ბალ-მასკარადი" გახსნის

© Facebook / Tbilisi Opera and Ballet State Theatreთბილისის ოპერის თეატრი
თბილისის ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ფესტივალი პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმის ფარგლებს.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე პარმის საოპერო თეატრის დადგმით წარმოდგენილი იქნება „ბალ-მასკარადი" – 16 აგვისტოს ამ პრემიერით გაიხსნება ვერდის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას ეძღვნება, ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში კომპოზიტორის დაბადების დღეს - 10 ოქტომბერს ტარდება. ვერდის ფესტივალის ჩატარების ტრადიციული ადგილებია რამდენიმე ცნობილი სცენური მოედანი: პარმის სამეფო თეატრი, ჯუზეპე ვერდის თეატრი ბუსეტოში და ფარნეზეს თეატრი პარმაში.

საკონცერტო დარბაზი  Black Sea Arena - Sputnik საქართველო
„აიდა“ გურიაში მიემგზავრება: „ბლექ სი არენას“ სცენაზე ოპერა პირველად შესრულდება

საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ფესტივალი პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმის ფარგლებს. 2018 წლის 23 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის, როელიც ვერდის ფესტივალის ერთადერთი მფლობელია, სამწლიანი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა.

თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრისა და არტისტების გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები - დირიჟორები, მომღერლები, რეჟისორები.

ღონისძიება 23 აგვისტოს გადაინაცვლებს გურიაში, საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena, და დასრულდება ოპერით „აიდა" (თეატრი Arena di Verona).

ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი საოპერო დივა Metropolitan Opera-ს საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა

25 აგვისტოს კი Black Sea Arena-ზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ.

ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონის კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს.

ტრადიციულად ფესტივალის პროგრამაშია პრესტიჟული კონცერტები და ღონისძიებები, რომლებიც ვერდის იუბილეს ეძღვნება. საღამოებზე სრულდება მაესტროს ისეთი ცნობილი ოპერების ახალი და კლასიკური ვერსიები, როგორიცაა „აიდა", „ოტელო", „ფალსტაფი", „ტრავიატა", „რიგოლეტო", „მაკბეტი", „ჟანა დ'არკი" და „ტრუბადური".

ყველა ახალი ამბავი
0