ქობულეთში ელექტრონული მუსიკის რეგიონალური ფესტივალი გაიმართა

© photo: Sputnik / Tinatin Bukia ელექტრონული მუსიკის ფესტივალი
 ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. ელექტრონული მუსიკის რეგიონალური ფესტივალი Georgian Rave-ი (GR–Fest) ქობულეთის ფიჭვნარში დილამდე გაგრძელდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

GR Fest-ის დამფუძნებელი გიორგი დეკანოიძე - Sputnik საქართველო
დეკანოიძე: ეს ფესტივალი მსოფლიოს საქართველოს უნიკალურობას უჩვენებდა

თავიდან მუსიკალური ფესტივალის გამართვა ციხისძირში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე იგეგმებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამღვდელოების პროტესტის გამო, ფესტივალმა ლოკაცია შეიცვალა.

ტერიტორია სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული და უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა. ქართველ დიჯეებთან ერთად კომპოზიციები უცხოელმა მუსიკოსებმაც ააჟღერეს.

საღამოს ბერლინიდან ჩამოსული დიჯეი და იტალიელი ჰედლაინერი ფაბრიციო ლაპიანა  უძღვებოდნენ. გარდა მუსიკისა, გაიმართა სპორტული შეჯიბრი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელზეც მელომანების პორტრეტები და აბსტრაქციები იყო შესრულებული.

GR-Fest-ის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა - სად ჩატარდება ფესტივალი >>

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0