რუსი ქორეოგრაფი ჯენიფერ ლოპესის კონცერტზე დემნა გვასალიას ქურთუკით გამოჩნდა

© photo: migelshow / instagramცნობილი რუსი ქორეოგრაფი მიგელი
ცნობილი რუსი ქორეოგრაფი მიგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიგელი ჯენიფერ ლოპესის კონცერტზე მივიდა ბრენდ Vetements-ის ჯინსის ქურთუკით, რომელსაც ქართველი მწერლების სახელები ეწერა

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ცნობილი რუსი ქორეოგრაფი მიგელი ჯენიფერ ლოპესის კონცერტზე მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ჯინსის ქურთუკით მივიდა.

კონცერტი მოსკოვში გაიმართა. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჯინსის ქურთუკი გასულ წელს პარიზის მოდის კვირეულზე იყო წარმოდგენილი.

ქურთუკი გამოირჩევა იმით, რომ მასზე დატანილია გამოჩენილი ქართველი მწერლების სახელები: შოთა, ვაჟა და გალაკტიონი.

მიგელის ფოტო რუსმა მომღერალმა და ბლოგერმა რიტა დაკოტამ ატვირთა.

სკარლეტ იოჰანსონი - Sputnik საქართველო
სკარლეტ იოჰანსონი ქართველი დიზაინერის ელეგანტურ სამოსში გამოჩნდა

მიგელი (ნადვილი სახელი სერგეი შესტეპეროვი) - ცნობილი ქორეოგრაფი, ბალეტის სოლისტი, დამდგმელი რეჟისორი, მომღერალი და საუნდ-პროდიუსერი ასევე ცნობილია პროექტიდან Танцы („ცეკვები“), სადაც ის ჟიურის წევრი და გუნდის ხელმძღვანელიც იყო.

დემნა გვასალია ტრენდების ფუძემდებელია, ამიტომ მისი ულტრამოდური ნივთები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრების გარდერობებში ინახება. გვასალიას სტილმა, რომელსაც თავიდანვე მარგინალური და დამანგრეველი უწოდეს, მსოფლიოს წამყვანი მოდის გამოცემების ყურადღება მიიპყრო. დიზაინერი ატარებს ეპატაჟულ ჩვენებებს, რომლებსაც დიდი სიხარულით სტუმრობენ სახელოვანი სტუმრები.

„ეს დემნა გვასალიას სამშობლოა“ – Vogue-მა საქართველოს სტატია მიუძღვნა >>

დემნა გვასალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე განგრძო სწავლა. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი. დემნამ მიიღო პრემია CFDA (The Council of Fashion Designers of America) – „მოდის ოსკარი“, ხოლო მისმა ძმამ გურამ გვასალიამ Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის - მოდის სამყაროში „საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერის“ ჯილდო.

ყველა ახალი ამბავი
0