მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პიანისტი საქართველოში კონცერტს გამართავს

© photo: Peter Bence / FBპეტერ ბენცე
პეტერ ბენცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ქართველ მსმენელს ახალი პროგრამით გაახარებს

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. უნგრელი პიანისტი და მუსიკოსი პეტერ ბენცე, რომელიც 2012 წელს გინესის წიგნში როგორც ყველაზე სწრაფი პიანისტი შეიტანეს, საქართველოში 21 ნოემბერს წარდგება.

„მუსიკის სამყაროს მერვე საოცრება": ჩიკაგოს ბლუზის ვარსკვლავი საქართველოშია >>

პეტერ ბენცე, რომელსაც უწოდებენ ბატონი „სწრაფი თითები“, ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე სრულიად ახალი პროგრამით წარდგება.

პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და არანჟირების ავტორი პეტერ ბენცე 1991 წელს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა ადრეული ასაკიდან დაიწყო, ხოლო თავისი პირველი კომპოზიციის წერა შვიდი წლის ასაკში დაასრულა.

2004 წელს ბენცემ გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Green Music. იმავე წელს დიერდ ფერენცის სახელობის პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ალბომი სახელწოდებით Nightfall 2008 წელს გამოვიდა. 2010 წელს პეტერი ჩაირიცხა ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში (მასაჩუსეტსის შტატი), სპეციალობაზე „მუსიკა ფილმებისთვის“ და „ელექტრონული წარმოება და დიზაინი“. 2012 წელს პეტერ ბენცე შეიტანეს გინესის წიგნში როგორც ყველაზე ვირტუოზი პიანისტი: მან წუთში 765 ნოტი დაუკრა.

უნგრელი მუსიკოსი წერს და ქსელში ტვირთავს თავის ქავერებს მსოფლიოს სხვადასხვა ჰიტებზე, რომლებსაც ინტერნეტში მილიონობით მნახველი ჰყავს. ყველა პოპულარულია მაიკლ ჯექსონის, ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერების მისეული შესრულება, ასევე მუსიკა ეპიკური საგიდან „ვარსკვლავური ომები“ და სხვ.

პეტერ ბენცე არაერთხელ არის დაჯილდოებული მუსიკალური ნიჭისა და ინოვაციური იდეებისთვის. ახალგაზრდა მუსიკოსი თავისი უნიკალური ტექნიკის, ქარიზმისა და საქმისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო მთელი მსოფლიოს ასობით ათასი პიანისტისა და მაყურებლისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0