ლა სკალას ოპერის კამერული ორკესტრი თბილისში ჩამოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliფესტივალი „შემოდგომის თბილისი“
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც  წელს 27-ედ ტარდება.

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 3 ოქტომბერს ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს, იუწყება „პირველი არხი“. 

ქართული კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
თელავი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გიწვევთ

კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც  წელს 27-ედ ტარდება.

ორკესტრი მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოდის და  ფესტივალებში ცნობილ ინსტრუმენტალისტებთან და ოპერის მომღერლებთან ერთად მონაწილეობს. ის ასევე თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან.

ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულ ორკესტრის კონცერტს თბილისში მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს, სოლისტი კი ალტისტი სიმონიდე ბრაკონი იქნება.

კონცერტზე ვივალდის, გრიგის, ბრუხის, პენდერეცკისა და კახიძის ნაწარმოებები შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0