მოდის მოყვარულთა საყურადღებოდ: Fabrika-ში ვინტაჟის ბაზრობა გელოდებათ

© photo: Fabrika Tbilisi / FB ვინტაჟის ფესტივალი
ვინტაჟის  ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინტაჟი მოდასა და დიზაინში გულისხმობს, რომ ნივთი მინიმუმ 30 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ვინტაჟური ტანსაცმელის ფესტივალი, რომელზეც შესაძლებელი იქნება გასული საუკუნის ტანსაცმლის შეძენა, თბილისის მულტიფუნქციურ არტ-ცენტრ Fabrika-ში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ვინტაჟური ფესტივალი Fabrika-ს ტერიტორიაზე უკვე მეორედ იმართება, ამიტომ ორგანიზატორები კიდევ უფრო მასშტაბური მარკეტინგის ჩატარების პირობას დებენ. აქ შესაძლებელი იქნება 1940-2000 წლების სხვადასხვა სტილის ტანსაცმლის შეძენა.

ნინი მენაბდე - Sputnik საქართველო
ვინტაჟური სტილის ხიბლი და ძველი ნივთების ახლებური სილამაზე

ვინტაჟის მოყვარულებს უკვე დიდი დრო ექნებათ ტანსაცმლის მოძიებისა და შეძენისთვის, ფესტივალი ხომ ორ დღის განმავლობაში ჩატარდება - 31 აგვისტოს 17:00-23:00 სთ-ზე და 1 სექტემბერს 15:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში.

ვინტაჟი – ესაა სტილიზებული მიმართულება მოდაში, განსაკუთრებით, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მიმართულებაში, რომელიც ორიენტირებულია წინა თაობებისა და ეპოქების მოდის აღორძინებაზე.

ვინტაჟი მოდასა და დიზაინში გულისხმობს, რომ ნივთი მინიმუმ 30 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი. 15 წლის წინ შექმნილ ტანსაცმელს თანამედროვედ მიიჩნევენ, ხოლო 50 წლის წინ შექმნილს – უკვე ანტიკვარიატად.

ყველა ახალი ამბავი
0