მთაწმინდის პარკი საბავშვო ფესტივალზე გიწვევთ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმთაწმინდის პარკში შესასვლელი
მთაწმინდის პარკში შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს მხიარული ფესტივალი ელოდება

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის პარკი 28 სექტემბერს პატარა თბილისელებს საბავშვო ფესტივალზე ეპატიჟება, იუწყებიან ორგანიზატორები.

აჭარის სანაპირო - Sputnik საქართველო
GR-Fest-ის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა - სად ჩატარდება ფესტივალი

ღონისძიების სტუმრებს უამრავი გასართობი ელის. მოეწყობა სპორტული და ინტელექტუალური თამაშები. ბავშვებს გაამხიარულებენ ანიმატორები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ასევე წიგნების გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებს საბავშვო ლიტერატურის გაცნობის და შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

საბავშვო ფესტივალი მთაწმინდაზე მეორედ ტარდება. მაშინ ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ ღონისძიება ყოველწლიური გახდებოდა.

ღონისძიების დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 11:00 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0