საქართველოში Holland's Next Top Model-ის ეპიზოდებს იღებენ

© photo: Holland's Next Top Model / FBპროექტი Holland's Next Top Model
პროექტი Holland's Next Top Model - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ტელეშოუს ზედიზედ სამ ეპიზოდს გადაიღებენ.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რეალითი–შოუ Holland"s Next Top Model-ის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება საქართველოში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

© photo: Holland's Next Top Model / FBპროექტ Holland"s Next Top Model-ის მოდელები
საქართველოში Holland's Next Top Model-ის ეპიზოდებს იღებენ - Sputnik საქართველო
პროექტ Holland"s Next Top Model-ის მოდელები

50 კაცისგან დაკომპლექტებული გადამღები ჯგუფი საქართველოში იმყოფება, სადაც ახალი, მე-12 სეზონის სამ 45-წუთიან ეპიზოდს გადაიღებენ.

ამასთან, პროექტის ფარგლებში მოხდება ქართული მოდის პოპულარიზაცია – ჟურნალი ELLE ამ თემაზე სტატიას ექვს გვერდს დაუთმობს.

შოუ Holland's Next Top Model 12 წელია არსებობს და ბენილუქსის ქვეყნებში უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობს. თითოეულ ეპიზოდს 1 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

შოუს წამყვანია ცნობილი მოდის ექსპერტი და ვლოგერი ანა ნოშინი, მოდელებს კი შეაფასებს America’s Next Top Model-ის ჟიურის წევრი, მოდელი და ფოტოგრაფი ნაიჯელ ბარკერი.

ყველა ახალი ამბავი
0