Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვნებიანი ირაკლი მაქაცარია უკრაინელ გოგონებს გახდომაში დაეხმარება

© Photo: courtesy of Irakli Makatsariaირაკლი მაქაცარია
ირაკლი მაქაცარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაქაცარია გააკონტროლებს ტელეშოუს მონაწილეთა კვებასა და ფიზიკურ დატვირთვას.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ქართველი პროდიუსერი, ტელეარხ „იმედის“ წამყვანი ირაკლი მაქაცარია უკრაინული შოუს Взвешенные и счастливые მეცხრე სეზონში ერთ-ერთი მწვრთნელი იქნება.

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს>>>

Взвешенные и счастливые ამერიკული შოუს The Biggest Loser უკრაინული ვერსიაა. ახალ სეზონში მონაწილეები, ტრადიციულად, მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ლამაზი და ჯანსაღი სხეულისთვის იბრძოლებენ. ირაკლი მაქაცარიას მოწინააღმდეგე, ანუ მეორე მწვრთნელი იქნება მარინა ბორჟემსკაია, წამყვანის ადგილს კი ანიტა ლუცენკო დაიკავებს. 

ირაკლი მაქაცარია - Sputnik საქართველო
ყველაზე სექსუალური და წარმატებული: აირჩიეთ ქართველი მაჩო

როგორც პროექტის კრეატიულმა პროდიუსერმა ევგენი ტუნიკმა განაცხადა, ისინი დიდხანს ეძებდნენ მამაკაც მწვრთნელს და არჩევანი მაქაცარიაზე შეაჩერეს.

„ჩვენ ბევრი მამაკაცი მწვრთნელი გვყავდა კასტინგზე, მაგრამ გარკვეულ მომენტში შევჩერდით ადამიანზე, რომელიც იდეალურად ერგება ამ სეზონის კონცეფციას. ირაკლი არ არის უბრალოდ ყველასთვის ცნობილი „ბერბიჭა“, არამედ არის კინოპროდიუსერი და მიმზიდველი მამაკაცი. იგი სპორტთან ასოცირდება და სპორტით პროფესიონალურადაა დაკავებული – თავისი იდეალური სხეული თავად შექმნა“, – განაცხადა ტუნიკმა.

როგორც მან დასძინა, მაქაცარია მონაწილეებისთვის არა მარტო ძლიერი მწვრთნელი იქნება, არამედ კარგი მრჩეველიც.

34 წლის ირაკლი მაქაცარია ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი თბილისში, კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მარკეტინგის სპეციალობით მიიღო. მიღებული ცოდნა მაქაცარიამ წარმატებით გამოიყენა სხვადასხვა სფეროში: სამშენებლო და საბანკო ბიზნესში (Bank of Georgia), სარეკლამო და მოდის ინდუსტრიაში. 2013 წელს მან დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, ეს კომპანია პირველი იყო, რომელმაც ბოლივუდთან თანამშრომლობა დაიწყო.

უკრაინასთან მაქაცარიას, მრავალ მეგობართან და კინოინდუსტრიაში საქმიან ურთიერთობებთან ერთად, რომანტიკულ შოუ Холостяк 6-ში მონაწილეობაც აკავშირებს. გარდა ამისა, ბიზნესმენს 2017 წელს ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გამოცდილება აქვს, რომელშიც ფინალამდე მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0