ჯესი ჯეის კონცერტისთვის თბილისიდან შეკვეთილში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

© AP Photo / Chris Pizzelloჯესი ჯეი
ჯესი ჯეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისიდან შეკვეთილში ბრიტანელი მომღერლის კონცერტზე ჩასვლა დამატებითი რეისის მეშვეობით გაიოლდება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის ჯესი ჯეის (Jessie J) კონცერტის გამო, რომელიც 6 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე გაიმართება, დამატებითი რეისები დანიშნა.

კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის მატარებელი Black Sea Arena-ს ახლოს სადგურზეც გაჩერდება.

ჯესი ჯეი - Sputnik საქართველო
მომღერალი ჯესი ჯეი სცენაზე ქართველი დიზაინერის სამოსით წარდგა

თბილისიდან მატარებელი 6 აგვისტოს 12:40 საათზე გავა და საკონცერტო დარბაზის სადგურზე 17:25 საათზე იქნება, ხოლო ბათუმში – 18:23 საათზე.

„საქართველოს რკინიგზამ" კონცერტის სტუმრების უკან დაბრუნებაზეც იზრუნა. მატარებელი ბათუმიდან 23:50 საათზე გამოვა, საკონცერტო დარბაზის სადგურზე იქნება 0:38 საათზე, ხოლო თბილისში 5:15 საათზე ჩამოვა.

ჯესი ჯეის კონცერტი სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში იმართება, რომელიც მიმართულია საქართველოს საერთაშორისო არენაზე პოპულარიზებისკენ.

ჯესი ჯეის ნამდვილი სახელი და გვარია ჯესიკა ელენ კორნიში. ის ბავშვობიდან იყო გატაცებული ცეკვით, სამსახიობო ხელოვნებითა და მუსიკით. უკვე თხუთმეტი წლისამ მოიპოვა საუკეთესო პოპ-შემსრულებლის წოდება სატელევიზიო კონკურსში მოზარდებისთვის Britain's Brilliant Prodigies.

ყველა ახალი ამბავი
0