22:24 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ფოლკლორის ცენტრი თბილისში

შვედი მომღერალი თბილისში ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლთან ერთად იმღერებს

photo: Folklore Centre / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (614)
8010

შვედი არტისტი საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ და შვედი მომღერალი სოფი ლივებრანტი 22 ივლისს თბილისის ფოლკლორის ცენტრში ერთობლივ კონცერტს გამართავენ.

უფასო კონცერტი იმართება კომპანია Summer In Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საქართველოში დიდი რაოდენობით უცხოელი ტურისტების მოზიდვას ემსახურება. საღამოზე გაიჟღერს ქართული ხალხური სიმღერები და მუსიკა, რომელიც შვედური ფოლკლორის საფუძველზე შეიქმნა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ლივებრანტი საქართველოში ჩამოვიდა დოკუმენტური ფილმის „საიდუმლო, ოცნებები და საზღვრების“ გადასაღებად.

შვედი მომღერალი მრავალი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და კონცერტებს მართავს. სოფი თავად წერს მუსიკას, მათ შორის თეატრალური დადგმებისთვის.

საღამოს სტუმრები დაათვალიერებენ ფოლკლორის ცენტრის გალერეას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსის ნიმუშები, „თექის“ უძველესი ტექნიკის ნიმუშები, ტიხრული მინანქარი და სხვა სამუზეუმო ექსპონატები.

ცენტრის ეზოში 22 ივლისს იქნება წარმოდგენილი გამოფენა სახელწოდებით „ეს ჩემი საქართველოა“, რომლის ავტორია ფოტოჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია.

შავი ზღვის სანაპიროზე საფრანგეთის, იტალიისა და საქართველოს ხალხური ჰანგები აჟღერდება >>

„ბასიანისა“ და სოფი ლივებრანტის კონცერტი ტარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

თემები:
საქართველო და კულტურა (614)

მთავარი თემები