„მონუმენტი მომავალ ვარსკვლავებს": მოსკოვში ზურაბ წერეთლის ქანდაკება დადგეს

© photo: GITIS official / FBზურაბ წერეთელი
ზურაბ წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქანდაკება „მონუმენტი მომავალ ვარსკვლავებს" ორმეტრიან ხუთქიმიან ვარსკვლავს წარმოადგენს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ცნობილი მოქანდაკის, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის ზურაბ წერეთლის მონუმენტი მოსკოვში, რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) ისტორიული სახლის ეზოში დადგეს, ნათქვამია უმაღლესი სასწავლებლის განცხადებაში.

ზურაბ წერეთელი - Sputnik საქართველო
„უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე“ - ზურაბ წერეთლის გამოფენა პირველად გაიმართება ლიხტენშტაინში

ქანდაკება დასახელებით „მონუმენტი მომავალ ვარსკვლავებს" ორმეტრიან ხუთქიმიან ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც ჯართისგან არის გაკეთებული. ინსტიტუტის რექტორის გრიგორი ზასლავსკის განცხადებით, მან წერეთლის სახელოსნოში შემთხვევით დაინახა მონუმენტი და მოქანდაკეს სთხოვა, ის ინსტიტუტისთვის ეჩუქებინა.

„ГИТИС-ში ძველი ტრადიცია გვაქვს: თითქმის ყველა გამოსაშვები კურსი რამეს ტოვებს – სამახსოვრო ქვებს, სკამებს, ან ხეებს რგავს. გვქონდა ოცნება, რომ აქ რამე დიდი მონუმენტი ყოფილიყო. წერეთლის სახელოსნოში არის ჯართისგან გაკეთებული ნამუშევრების სერია. ერთი გულში ჩამივარდა... ბატონი ზურაბი გულკეთილი, გულუხვი ადამიანია... მას მივწერე და დადებითი პასუხი მივიღე. დაველოდეთ ზაფხულის მოსვლას, რომ ქანდაკება დაგვედგა", – განაცხადა ქანდაკების გახსნის ცერემონიაზე ზასლავსკიმ.

ზურაბ წერეთელმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფერწერის რუსულ სკოლას და თავის დიდ მასწავლებლებს.

© photo: GITIS official / FBზურაბ წერეთელი და გრიგორი ზასლავსკი
„მონუმენტი მომავალ ვარსკვლავებს: მოსკოვში ზურაბ წერეთლის ქანდაკება დადგეს - Sputnik საქართველო
ზურაბ წერეთელი და გრიგორი ზასლავსკი

„რასაც ვქმნი, ყველაფერს ხალხს ვაძლევ. ყველაფერი, რაც მივიღე რუსული სკოლისა და დიდი პედაგოგებისგან, უნდა გავცე... თუ კიდევ რამე იდეები გექნებათ, მზად ვარ. ეს უნიკალური ტერიტორიაა", – აღნიშნა მხატვარმა.

ზურაბ წერეთელი თბილისში 1934 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია 1997 წლიდან. 85 წლის მოქანდაკის მონუმენტური ნამუშევრები განთავსებულია საქართველოში, რუსეთში, აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

ბუენოს–აირესს ზურაბ წერეთლის სკულპტურები გაალამაზებს>>

რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი 1878 წელს დაარსდა. ის ევროპის ყველაზე დიდი და მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი თეატრალური უმაღლესი სასწავლებელია.

ყველა ახალი ამბავი
0