One Caucasus: ფესტივალი ქართველების, აზერბაიჯანელებისა და სომხების მონაწილეობით

© Sputnik / Vladimir Umikashviliფესტივალი Art Gene
ფესტივალი Art Gene - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი დღის განმავლობაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მულტიდისციპლინარული ფესტივალი One Caucasus („ერთი კავკასია") სოფელ წერაქვში (ქვემო ქართლი) 22-25 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსედ იმართება, მიზნად ისახავს კავკასიის ახალგაზრდობის შეხვედრებისა და დაახლოებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves   - Sputnik საქართველო
Anaklia Echowaves-ის ბიუჯეტი ორმაგად შემცირდა

„ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად შექმნან პროექტები. ერთად ააშენონ არქიტექტურის, ხელოვნების, განათლებისა და შემეცნების ქალაქი. მოხალისეები უკვე 8 აგვისტოდან დაიწყებენ სოფელ წერაქვში შეკრებასა და ათობით პროექტზე მუშაობას", – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის ჩატარების ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ. მარნეულის რაიონი სამი კულტურის – ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულტურის ერთგვარი გზაჯვარედინია. აქ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად ცხოვრობენ.

ფესტივალის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ პოლონეთის კულტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვარშავის მერია, მარნეულის რაიონის მერია, ასევე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია).

ფრანგი და პოლონელი მუსიკოსები საქართველოში ფესტივალ „უდაბნოს“ ეწვევიან>>

ორგანიზატორების განცხადებით, დეტალური პროგრამა უკვე თვის ბოლოს დაიბეჭდება. უცვლელი იქნება ერთი, ძირითადი აქცენტი – საგანმანათლებლო, მხატვრული, მუსიკალური და არქიტექტურული პროექტების ერთობლივი ორგანიზება.

ყველა ახალი ამბავი
0