სათხის მონასტერში ძველი საფლავები აღმოაჩინეს

© photo : Nika Antidze / FBსათხის სამონასტრო კომპლექსი
სათხის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფლავის წარწერაში XVII საუკუნის რესტავრატორია ნახსენები.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სათხის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოების დროს წარწერიანი საფლავის ქვები აღმოაჩინეს, წერს საკუთარ Facebook-გვერდზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

სათხის სამონასტრო კომპლექსი V-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მდებარეობს დაბა კაზრეთიდან 4 კილომეტრში. სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ ძველი ნასახლარებია შემორჩენილი. მთავარი, ცენტრალური ეკლესია X საუკუნეს განეკუთვნება და თავისი ორნამენტებითა და მრავალფეროვანი ეპიგრაფიული წარწერებით გამოირჩევა.

ანთიძის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით წარწერაში მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში ტაძრის რესტავრატორი, გვარად ზურაბიშვილი.

„სპეციალისტები მალე გამოაქვეყნებენ სრულფასოვან კვლევას“, – წერს ანთიძე.

კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და ოთხ წელს უნდა გაგრძელდეს. დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, აღდგენის სრულმასშტაბიანი პროექტი კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0