19:41 20 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
თათია ახალაია

ქართველი მოდელი Dolce and Gabbana-ს ჩვენებაზე ქალღმერთის სახით წარდგა

© photo: Tatia Akhalaia / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (34)
166 0 0

ქართველი ლამაზმანი Dolce and Gabbana-ს გრანდიოზულ შოუზე მონაწილეობას უკვე მესამედ იღებს

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის ტოპ-მოდელმა თათია ახალაიამ მიიღო მონაწილეობა Dolce and Gabbana-ს ჩვენებაში, რომელიც 6 ივლისს სიცილიის სამხრეთში, ქალაქ აგრიჯენტოში გაიმართა, უამბეს „Sputnik-საქართველოს“ სააგენტოში.

„ძალიან ბიჭური გოგო ვიყავი“ – ანუკი არეშიძე ბავშვობას იხსენებს >>

დეფილე გაიმართა ქალღმერთ კონკორდიას უძველესი ძველბერძნული ტაძრის ფონზე, საოცარი არქიტექტურის მქონე სვეტებს შორის. დიზაინერების ახალი კოლექციის შთაგონების წყარო ბერძნული და რომაული კულტურა გახდა. ამიტომ პოდიუმზე მონარნარე მოდელები ჰაეროვან ქსოვილებში გახვეულ მითიურ ქალღმერთებს ჰგავდნენ.

მოდის სახლმა 2019/2010 სეზონის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Alta Moda წარმოადგინა. ჩვენება სამი ნაწილისგან შედგებოდა: წარმოდგენილი იყო ქალის, მამაკაცის და საიუველირო კოლექცია.

თათია ახალაია 23 წლისაა, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო IC Models Management-თან, ასევე სხვადასხვა სააგენტოებთან მილანში.

Татия Ахалаиа на показе Tadashi Shoji
თათია ახალაია Tadashi Shoji-ს ჩვენებაზე

თათია ახალაიას კარიერა საერთაშორისო სამოდელო კონკურს Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებით დაიწყო. ოთხი წლის განმავლობაში თათიას მონაწილეობა აქვს მიღებული თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ჩვენებებში: Dolce and Gabbana, Roberto Cavalli, Miu-Miu, Narciso Rodriguez, Antonio Marras, ულიანა სერგეენკო, Hermes და სხვ.

 

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (34)

მთავარი თემები