16:04 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ლევან კოღუაშვილი

„მეოთხე ბრაიტონის" წარმატება: ლევან კოღუაშვილის ფილმმა ისრაელში სოლიდური პრიზები მიიღო

© photo: Sputnik / Grigory Sysoev
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (56)
11030

ფილმი „მეოთხე ბრაიტონი" ეკრანებზე, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე გამოვა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის კინოპროექტმა „მეოთხე ბრაიტონი" სემ შპიგელის სახელობის იერუსალიმის კინოფესტივალის საერთაშორისო ლაბორატორიის ორი სოლიდური ჯილდო მიიღო. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" რეჟისორმა აცნობა.

ქართველი რეჟისორი სექციის Work in progress პრიზების მფლობელი გახდა. მას ერგო ჟიურის პრიზი 25 ათასი დოლარის ოდენობით და ჯილდოები ფრანგული სადისტრიბუტორო კომპანია ARP Selection-სგან, ასევე 25 ათასი დოლარი. ამგვარად, კომპანია ARP-მ მომავალი ფილმის საფრანგეთში კინოგაქირავების უფლებაც მოიპოვა.

საკონკურსო სექციის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი კინოპროდიუსერები, ასევე ფესტივალებისა და კინოკომპანიების დირექტორები.

ფილმის გადაღება ლევან კოღუაშვილმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. გადაღებების ძირითადი ნაწილი 2018 წელს დასრულდა, თუმცა ფილმი, არასაკმარისი ბიუჯეტის გამო, დასრულებული დღემდე არ არის.

„იმის გამო, რომ აქამდე, სამწუხაროდ, ფილმ "მეოთხე ბრაიტონის" დამთავრების სახსრები არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო იერუსალიმის ფესტივალის სექციაში Work in progress. დაფინანსება მივიღეთ და ამიერიდან შევძლებთ გადაღების პროცესის განახლებას. ფილმი, სავარაუდოდ, დასრულდება და ეკრანებზე გამოვა 2019 წლის შემოდგომაზე", – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას რეჟისორმა.

დრამის სიუჟეტის ცენტრშია ქართველი მამა-შვილის არცთუ მარტივი ურთიერთობები. ვაჟი აშშ-ში მიდის და მამას ეუბნება, რომ კარგად მოეწყო და სწავლობს. როდესაც მამა იეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, შვილთან ჩადის და ხედავს, რომ მისი ცხოვრების პირობები სულ არ ჰგავს „ამერიკულ ოცნებას". ის მუშაობს მტვირთავად და გაჭირვებით ირჩენს თავს.

ქართველი რეჟისორი აშშ-ში იღებს ფილმს „მეოთხე ბრაიტონი">>

იერუსალიმის კინოფესტივალის საერთაშორისო ლაბორატორია ფილმებზე სამუშაოდ ნიჭიერ რეჟისორებს იწვევს ისრაელიდან ან სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალი 1984 წლიდან ტარდება.

თემები:
ქართული კინო (56)

მთავარი თემები