16:06 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“

ქართული ფილმი მოცეკვავეთა არატრადიციულ სიყვარულზე ოდესის დასაპყრობად მიემგზავრება

© photo: And then we danced / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (473)
12901

ქართული ფილმის გარდა, ფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს აშშ-ის, ჩინეთის და ევროპის ქვეყნების რეჟისორების 11 სურათი.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" შევიდა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, რომელიც უკრაინაში 12-20 ივლისს გაიმართება.

საიუბილეო, მეათე ჩვენებაზე სურათი სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო პროგრამაში 17 ივლისს იქნება ნაჩვენები. ამ კატეგორიაში მისი მეტოქე იქნება აშშ-ის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, ფინეთის და სხვა ქვეყნის რეჟისორების 11 ფილმი.

საკონკურსო ფილმებს შეაფასებს ჟიური ბელგიელი რეჟისორის პეტერ ბროსენის ხელმძღვანელობით. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიან ამერიკელი და უკრაინელი მსახიობი ივანა სახნო, კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი კარლ ოხი, ირლანდიელი მსახიობი ბარი უორდი და ქართველი მწერალი, რეჟისორი და პროდიუსერი ნანა ექვთიმიშვილი.

„გამაოგნებლად ნიჭიერი": ქართველი მსახიობი კანში შეაფასეს >>

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი 2019 წლის კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი >>

ოდესის კინოფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა. პირველი ორი წელი ფორუმი უფრო ორიენტირებული იყო როგორც განსაკუთრებული იუმორის გრძნობის მქონე ფილმების ფესტივალი, 2012 წლიდან ფესტივალი გაფართოვდა და არტ-მეინსტრიმის ფესტივალად იქცა.

სხვადასხვა წლებში ოდესის ფესტივალის გამარჯვებული ფილმები იყო რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „ბრმა პაემნები", ელენა ფეტისოვასა და სერჟ ავედიკიანის ფილმი „ფარაჯანოვი", ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (473)

მთავარი თემები