თბილისში მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

© photo: Georgian Film Academy / FBმიხეილ კობახიძე
მიხეილ კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება კინორეჟისორის 80 წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორის მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა თბილისის კინოს სახლში ხუთშაბათს, 11 ივლისს გაიმართება. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.

თბილისში მიხეილ კობახიძის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ>>

საღამო კინორეჟისორის 80 წლისთავს ეძღვნება. პროგრამაშია კობახიძის ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ახალგაზრდა სიყვარული“, „ქოლგა", „ქორწილი", „მუსიკოსები", „გზაზე" და „კარუსელი". ჩვენება კინოს სახლის „ლურჯ დარბაზში" 20:00 საათზე დაიწყება. სეანსები მთელი თვის განმავლობაში ხუთშაბათობით გაიმართება.

ქართველი მაესტრო

მიხეილ კობახიძე დაიბადა თბილისში 1939 წელს. 1959-1965 წლებში ВГИК-ში სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტებზე სწავლობდა. გადაღება მეორე კურსიდან დაიწყო.

პარიზი - Sputnik საქართველო
პარიზში მიხეილ კობახიძის ფილმებს აჩვენებენ

1961 წლიდან თანამშრომლობდა სტუდია „ქართულ ფილმთან", იღებდა მოკლემეტრაჟიან და მულტიპლიკაციურ ფილმებს. ფილმისთვის „ქოლგა" 1967 წელს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინოს კრაკოვის ფესტივალზე გადაეცა ჯილდო „ვერცხლის დრაკონი". საერთო ჯამში კობახიძემ საქართველოში როგორც რეჟისორმა გადაიღო ხუთი შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 1996 წლიდან ცხოვრობს პარიზში.

ფილმებზე მუშაობის გარდა კობახიძემ დაწერა სცენარები მულტფილმებისათვის: „ცნობისმოყვარე", „ორი ნოველა. ოპტიმისტი", „გამოქვაბულში", „ყალიონი", „ზღვაზე", „ბოლო წვეთი", „საიდუმლო", „მოსავალი", „მწვანე ტოტი" და „წმინდა მელა".

1996 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0