თეონა კონტრიძე რუსეთში კონცერტების შეწყვეტას არ აპირებს

© photo: Teona Kontridze & Band / FBთეონა კონტრიძე
თეონა კონტრიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეონა კონტრიძე ნინო ქათამაძისგან განსხვავებულ პოზიციაზეა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მოსკოვში მოღვაწე ქართველი ჯაზ–მომღერალი თეონა კონტრიძე რუსეთში კონცერტების შეწყვეტას არ აპირებს და მოღვაწეობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ამის შესახებ თავად მომღერალმა განუცხადა РИА Новости-ს.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

მანამდე მომღერალმა ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ 22 ივნისს მან რუსეთში ბოლო კონცერტი გამართა. 20 ივნისის პარლამენტთან აქციის დარბევიდან ორი დღის შემდეგ რუსეთში კონცერტის გამართვას მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ქათამაძე სწორედ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პარლამენტთან 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, მორიგი აქცია "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.

ყველა ახალი ამბავი
0