თბილისში სიცილის ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alex Shlamovსიცილის ფესტივალი მთაწმინდაზე
სიცილის ფესტივალი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიცილის იოგის სპეციალისტი მაგნო შავდია მთაწმინდის პარკში ყველას მხიარულ განწყობაზე დააყენებს.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკი 13 ივლისს უკვე ტრადიციულ და ყოველწლიურ სიცილის ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაყინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
„ტკბილი და ცივი": მთაწმინდაზე 14 ივლისს ნაყინის ფესტივალი გელოდებათ

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ნატახტარია“. მთაწმინდის პარკში ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება.

ფესტივალის წამყვანი სიცილის იოგის სპეციალისტი (Laughter yoga) მაგნო შავდია იქნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პარკის მთავარ მოედანზე უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საპნის ბუშტების შოუ, აეწყობა გიგანტური ფაზლი, მონაწილეები გადაიღებენ 3D გიფებს, პოლაროიდის ფოტოებს, ანიმატორებთან ერთად შეასრულებენ  სიმღერებს კარაოკეზე.

და, რაც მთავარია, ჩაიტარებენ სიცილის თერაპიას.

 

ყველა ახალი ამბავი
0