ბალანჩივაძის „მე. უდაბნო": თბილისი გამოფენას მასპინძლობს

© FB / Anton Balanchivadzeმხატვარი ანტონ ბალანჩივაძე
მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფერმწერის ნამუშევრები ინახება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეაში.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ცნობილი თბილისელი მხატვრის ანტონ ბალანჩივაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „მე. უდაბნო" თბილისის სამხატვრო გალერეა Vanda-ში სამშაბათს, 2 ივლისს გაიხსნება.

გამოფენა - Sputnik საქართველო
იაპონელი მხატვარი ქალის - კოშუს გამოფენა სიღნაღში გაიხსნება

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ასამდე მინიატურული ნამუშევარი – მათზე მხატვარი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა.

როგორც ბალანჩივაძემ „Sputnik–საქართველოსთან" განაცხადა, აღნიშნულ ტილოებზე მუშაობისას მისი შთაგონების წყარო დავით გარეჯის უდაბნოში მოგზაურობა გახდა. სწორედ იქ მიხვდა იგი, რომ უდაბნოში იმყოფება არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც.

გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია „მე. უდაბნო" 8 ივლისამდე გასტანს.

რით არის ცნობილი ანტონ ბალანჩივაძე

ანტონ ბალანჩივაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. დაიბადა 1978 წლის 27 ივლისს. სახვით ხელოვნებას სწავლობდა 1985-1995 წლებში თბილისის გერმანულ გიმნაზიაში, 1991-1992 წლებში – კიოლნში, 1993-1995 წლებში – ყარამან ქუთათელაძის და გია გორდეზიანის არტ-სტუდიაში თბილისში, 1995-2001 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერასა და გრაფიკას ეუფლებოდა.

თბილისში ირანული ხელოვნების გამოფენა–გაყიდვა იხსნება>>>

მრავალი ეროვნული და საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა – ვენაში, ლონდონში, პარიზში, სადაც მისი ნამუშევრების გვერდით გამოფენილი იყო პიკასოს, დალის, შაგალის ნახატები.

ქართველი ფერმწერის ნამუშევრები ინახება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეაში, გალერეაში „კრისტინ კოლა" პარიზში, გალერეაში JMA ვენაში, Camden Art Gallery-ში ლონდონში, ასევე საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, იაპონიის, აშშ-ის, საბერძნეთის, უნგრეთის, ინგლისის, ესტონეთის, შვეიცარიის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიის, თურქეთის კერძო კოლექციებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0