შეცდომების გამოსწორება: სტეფანწმინდაში მუზეუმს რესტავრაცია ჩაუტარდება

© Sputnik / STRINGERყაზბეგის რაიონი
ყაზბეგის რაიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი წლის წინ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში სამუშაოების დროს ნაგებობამ სრულიად სხვა, პირვანდელისგან განსხვავებული გარეგნული იერსახე მიიღო. ამასთან დაკავშირებით აღდგენითი სამუშაოები შეჩერდა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება 2019 წლის სექტემბერში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობას დაიწყებს იმ პროექტის საფუძველზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შეიმუშავა.

სარესტავრაციო პროცესი ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სამუზეუმო კომპლექსში გულისხმობს მუშაობას სამ შენობაზე – ისტორიული მუზეუმის ნაგებობა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის აღდგენა, ასევე ეზოს კეთილმოწყობა.

ქოჩალოს ეკლესიის ნანგრევები - Sputnik საქართველო
უნიკალური აღმოჩენა: ლაგოდეხში მეათე საუკუნის ქართული წარწერა გამოავლინეს

ამ ეტაპზე კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ყველა კორექტირებული სარესტავრაციო მოთხოვნა. მანამდე, 2017 წლიდან აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა რეგიონული პროექტის ფარგლებში.

ორი წლის წინ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში სამუშაოების დროს ნაგებობამ სრულიად სხვა, პირვანდელისგან განსხვავებული გარეგნული იერსახე მიიღო, ინტერიერმა დაკარგა პირვანდელი სახე, გადააკეთეს სახასიათო ელემენტები, მაგალითად, კედლები, რომლებიც შელესეს, გააკეთეს თაღი, ბუხარი და სხვ. ამასთან დაკავშირებით აღდგენითი სამუშაოები შეჩერდა და განახლდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.

იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომელსაც ორი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა, მომზადდა მუზეუმის აღდგენის კორექტირებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შენობის აღჭურვას გათბობა-ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით და ვიზიტორთა ცენტრის ამოქმედებას.

ამასთან, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და დაცვის სისტემებთან ერთად პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისიწნებს.

„სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლი თანამედროვე სამუზეუმო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0