ბურთი და მისტიკა: ქართულ ფეხბურთზე უჩვეულო ფილმს იღებენ

© photo: courtesy of DINAMOTB კლუბი „დინამო"
კლუბი „დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურათი სხვადასხვა თაობის ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს გააერთიანებს

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რეჟისორი გიორგი კიკალიშვილი საქართველოში იღებს მხატვრულ ფილმს ქართული ფეხბურთის შესახებ, იუწყება ტელეარხი Imedi.

მსოფლიოში უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმს გადაიღებენ>>

კინოფილმის სახელწოდებით „ზაფხულის პირველი დღე" ცენტრშია ფეხბურთზე შეყვარებული პატარა ბიჭის ისტორია. ნამდვილ ფეხბურთელად გახდომაში მთავარ გმირს ეხმარებიან ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტი ლეგენდები - ლეგენდარული თბილისის „დინამოს" წევრები.

„ფილმის გმირი, მერელი ბიჭი სახელად გიორგი დარასელია გურიაში გაიზარდა. ის ოცნებობს ფეხბურთის თამაშს. და ეს მას კარგად გამოსდის. ამიტომ ის ჩამოდის თბილისში. ფეხბურთს მას ჩვენი დინამოელები ასწავლიან. და როგორ ასწავლიან, აქ ცოტა მისტიკა დავამატეთ", - აღნიშნა ფილმის რეჟისორმა.

იტალია - Sputnik საქართველო
იოსელიანი, ფარაჯანოვი: იტალიაში ქართული კინოს მეტრების ფილმებს აჩვენებენ

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი მშვენიერაძე, გიორგი ცაავა, ასევე, ფეხბურთელები ვლადიმერ გუცაევი და ნუკრი კაკილაშვილი.

ფილმის ფინალში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირში გამარჯვებისთვის ქართველი ფეხბურთელების ახალი თაობა იბრძვის. მათი მეტოქეები მინდორზე ესპანელები იქნებიან.

მაყურებელი ფილმს მალე იხილავს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ყველა ახალი ამბავი
0