20:39 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
ჯგუფი Black Eyed Peas

Black Eyed Peas-ის წევრს ქართული მუსიკა შეუყვარდა

© photo: Sputnik / Vadim Alekseev
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (559)
55 0 0

ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო მოეწონათ და კიდევ ჩამოვლენ აქ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Black Eyed Peas წევრები ქართული კულტურით აღფრთოვანდნენ.

მუსიკოსებმა გუშინ შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე კონცერტამდე პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველო მერაია კერისთან კონცერტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს>>

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის უილ აი ემის თქმით, ბიჭები ქართული ფოლკლორისა და კულტურის ახლოს გაცნობას აპირებენ.

„რაც შეეხება ქართულ მუსიკას, ხალხურ სიმღერებს, მე ისინი ძალიან მიყვარს. დიდი სურვილი მაქვს, ქართული მუსიკა უკეთესად შევისწავლო", – განაცხადა უილ აი ემმა პრესკონფერენციაზე.

მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული სიმღერა – შთაგონების უდიდესი წყაროა.

მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის კონცერტი კვირას Black Sea Arena-ს სცენაზე გაიმართა. ჯგუფი Black Eyed Peas საქართველოს თავისი ბოლო ალბომის Masters of the Sun Vol. 1 მხარდაჭერის ტურნეს ფარგლებში ეწვია.

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წელს გამოვიდნენ ისეთი ლეგენდარული მუსიკოსები და ჯგუფები, როგორიც არიან ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვ. ამ სეზონზე დაგეგმილია კონცერტები ჯესი ჯეის, როკ-ჯგუფის Thirty Seconds to Mars და სხვათა მონაწილეობით.

თემები:
საქართველო და კულტურა (559)

მთავარი თემები