Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აი ამას ჰქვია მაგარი ქალი“ - კესარია პიკანტურ ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

ქართველი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. მოდელს მოსწონს კიდეც ის, რომ მასზე სულ საუბრობენ და ხშირად აძლევს მასას „საკბილოს“.

ამჯერად სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში მისმა ახალმა ვიდეომ ჩააგდო, სადაც კესარია რუჯითა და თამამი ჩაცმულობით იწონებს თავს.

„აი ამას ქვია მაგარი ქალი“,  „შოკი შოკი შოკი“ - უწერენ მოდელს კომენტარებში.

კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
„ოჯახმა მაიძულა“ – კესარია აბრამიძე პროფესიით ფერმერია

კესარია აბრამიძე ქართველი მსახიობი და მოდელია. პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. ხშირად იწვევენ სხვადასხვა შოუებში.კესარია ბავშვობიდან ხატავს და ამბობს, რომ მისგან კარგი პლასტიკური ქირურგიც გამოვიდოდა. ის მეგობრების გარდა, საკუთარ თავსაც ანებივრებს დახვეწილი და ნაზი მაკიაჟით. ხშირად აღნიშნავს, რომ გადაღებებზე დამოუკიდებლად იკეთებს გრიმს.

„ჩემი ჰობია მაკიაჟის კეთება. გადაღებების დროს ყოველთვის მე თვითონ ვიკეთებ მაკიაჟს. ხშირად მომდის მუზა და მეგობრებსაც მე ვუკეთებ მაკიაჟს. თუმცა თუ არ ვარ განწყობაზე, არ ვაკეთებ მაკიაჟს. მაგრამ როცა მუზა მომაწვება, შეიძლება ჩემი და ავაყენო საწოლიდან და „დავხატო“, — ამბობს მოდელი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასული წლის ნოემბერში ბარსელონაში ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსი Miss trans star international გაიმართა, სადაც საქართველო მოდელმა კესარია აბრამიძემ წარადგინა. მართალია, ქართველი კონკურსანტი პირველ ადგილზე ვერ გავიდა, თუმცა მიიღო ტიტული „წლის ვარსკვლავი 2018“ და ხუთეულშიც მოხვდა.

„ხუთეულში მოვხვდი და ამის მოლოდინი მქონდა კიდეც. ასეთ მაშტაბურ კონკურსებზე ძალიან რთულია მოხვდე პირველ და მეორე ადგილზე, მით უმეტეს, როცა დანარჩენ კონკურსანტებს დიდი გამოცდილება აქვთ ამ მხრივ. მე პირველად გავედი მსგავს კონკურსზე. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ფაქტი, რომ მსოფლიო დონის კონკურსზე ხუთეულში ქართველი მონაწილე მოხვდა“, - განაცხადა კესარიამ „Sputnik საქართველოსთან“ მიცემულ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0